ДНР-ის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა რესპუბლიკის სამხრეთში ნოვოაზოვსკის რაიონში შეაღწია, სადაც ახლა მიმდინარეობის ინტენსიური შეტაკებები, მათი მიზანი იყო, რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა, რაც აღკვეთილია. სეპარატისტების განცხადებით უკრაინელმა დივერსანტებმა ააფეთქეს სარაკეტო და საარტილერიო საწყობი.
პარალელურად, დონეცკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინულმა არტილერიამ დაბომბა 2 სკოლა. ამავდროულად,მათი თქმით პეტროვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი.