ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წინადადება მის ოპონენტთან კამალა ჰარისთან დებატების შესახებ უარყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. როგორც მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, მას ჰარისთან სადებატო არაფერი აქვს. მისი აზრით, დებატების გამართვა უკვე ძალიან გვიანია.

ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს. აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მეორე დებატებს აღარ გამართავს. ჰარისი, პირიქით, თანახმა იყო კიდევ ერთხელ ეკამათა ტრამპთან პირდაპირ ეთერში.