იტალიის დედაქალაქში მძარცველი დააკავეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე, წიგნის კითხვაში იყო გართული. 38 წლის დამნაშავე რომში, 71 წლის მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში შეიპარა, თუმცა ის წიგნმა შეაჩერა. სახლის პატრონის საწოლთან, ტუმბოზე ჯოვანი ნუჩის წიგნი „ღმერთები 6-ზე“ იდო, რომელმაც ქურდის ყურადღება მიიპყრო. ის სახლის აივანზე გავიდა და წიგნს იქამდე კითხულობდა, ვიდრე პოლიცია არ მივიდა.
სამართალდამცავები კი სახლის მფლობელმა გამოიძახა - მას გაეღვიძა და აივანზე უცხო ადამიანის დანახვისთანავე, პოლიციაში დარეკა. მძარცველმა გაქცევა სცადა, მაგრამ ის დააკავეს. იტალიურ მედიაში ქურდს „ინტელექტუალი-მძარცველი“ შეარქვეს. წიგნის ავტორმა ნუჩიმ კი მასთან შეხვედრა მოისურვა. „ეს სიურეალისტური ისტორიაა, მაგრამ მასში ბევრი ადამიანობაა“, - აცხადებს ნუჩი, რომელიც აპირებს, კითხვის მოყვარულ დამნაშავეს საკუთარი წიგნი აჩუქოს.
მძარცველი წიგნების სიყვარულმა დაღუპა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი