ტურიზმი 9 თვეში 9.2%-ით გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

9 თვეში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტებზე მთლიან მაჩვენებელში 81.4% მოდის.

ამ პერიოდში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობამ 1 050 821 ვიზიტი შეადგინა, რაც წლიურად 10.4%-ით შემცირებული რიცხვია.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შესრულდა, თუმცა სამივე მიმართულებიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად შემცირებულია.