ლოკოკინას ექსპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდით?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული ლოკოკინას ექსპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 481.6 ათასი აშშ დოლარის 115.5 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კი, მხოლოდ 7 ათასი აშშ დოლარის 1.2 ტონა.

წელს, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • საფრანგეთი - 376.3 ათასი აშშ დოლარის 39.6 ტონა;
  • იტალია - 89.9 ათასი აშშ დოლარის 72 ტონა;
  • თურქეთი - 15.3 ათასი აშშ დოლარის 3.8 ტონა.
    გასული წელის იგივე პერიოდში კი, ქართული ლოკოკინა მხოლოდ იტალიაში გაიყიდა.