"მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება, უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაც არ უნდა სცადონ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ და გარეთ მათმა პატრონებმა, ვერაფერს ვერ ექნება შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა მმრთველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერას, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი შეთანხმება აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ჩვენ კიდევ 2021 წელს ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ არც ერთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, არ შევალთ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ სისტემას, შესაბამისად შარლ მიშელი 2, 19 აპრილის შეთანხმება 2 არის აბსოლუტურად გამორიცხული, შეიძლება წინასწარ ძალიან თამამად ითქვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მაგალითი პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.

„მშვიდობის გარეშე არ არსებობს განვითარება, გამორიცხულია განვითარება. უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და სოციალური მდგომარეობაა. ელემენტარულად, კომუნალურ მომსახურებაზე არ აქვს წვდომა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რასაც ჰქვია წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რაც ციფრებში წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს“, - განაცხადა პრემიერმა.