"ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოპოზიციის საქმეა - ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება, თუ პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ყველა ნაბიჯი საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

„ამ შემთხვევაში ოპოზიციას, განსხვავებით 4 წლის წინანდელი პერიოდისგან, არაფრის რესურსი არ აქვს. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი მოხდება, ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, რეალურად, ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მათი ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია ამ პოლიტიკური სისტემის და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერები გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით, ეკლესიის გინებით, პატრიარქის გინებით, ლგბტ პროპაგანდით.

„ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვახდენთ ჩვენი კვლევის შედეგების გადამოწმებას. არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიმართულებით, ასევე ტარდება კარდაკარი, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე კარდაკარი ტარდება, რითაც ვამოწმებთ დამატებით საზოგადოების აზრს და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება დაახლოებით 60%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს მაჩვენებელი მოიმატებს. ეს არის საბოლოო ჯამში საზოგადოებაზე დამოკიდებული. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, უკვე გამოიკვეთა 2 სუბიექტი, რომელიც სავარაუდოდ შეძლებს ბარიერის გადალახვას. რაც შეეხება კიდევ 2 პრეტენდენტს, ეს იყო „ლელო“ და გახარიას პარტია, მათ უკვე ბარიერზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ზღვარზე მკვეთრად დაბალი, რეალურად, უკვე გამოკვეთილია, რომ გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, „ლელოს“ თეორიული შანსი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ერთი ტენდენცია არის ხოლმე ყოველთვის არჩევნების წინ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად იმატებს ხოლმე შედარებით მსხვილი პარტიების რეიტინგები და იკლებს პატარა პარტიების რეიტინგები. აქედან გამომდინარე, თუ მცირე პარტიას, როგორიც არის „ლელო“, არჩევნებამდე 1 თვით ადრე აქვს დაახლოებით 4.5% რეიტინგი, ამ შემთხვევაში კლებისკენ უფრო რეალურია ამ რეიტინგის წასვლა, ვიდრე მატებისკენ. ამიტომ, ყველაზე რეალური არის ის, რომ სავარაუდოდ 2 ოპოზიციური პარტია გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება ამ 2 პარტიას, ჯამში გამოდის 24% დაახლოებით მათი ჯამური რეიტინგები. ის, რომ „ნაცმოძრაობას“ და გვარამიას პარტიას ჯამში აქვთ 24% რეიტინგი, ეს არის ტრაგედია, ისეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. რომ ავიღოთ იგივე გვარამიას პარტია, რომელსაც ჰყავს რამდენიმე ლიდერი, რით გამოირჩევიან ეს ადამიანები - ბილწსიტყვაობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის გინება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების მთავარი ხელწერა. ეს ადამიანები 10%-ს რომ იღებენ, ეს არის მართლა ტრაგედიაა პირადად ჩემთვის. ელემენტარულად ამოიღეთ მათი განცხადებები და უკვე თამამად შეიძლება ამაზე საუბარი, რომ ერთი ხმის მიღებაც კი ამ პოლიტიკური პარტიის მიერ არის აბსოლუტურად გასაკვირი. „ნაცმოძრაობაზე“ ბევრი საუბარი აღარ მინდა, ვიცით რა წარსული აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, მათი მხრიდან 13.5%-ის მიღებაც არის ცალკე აღებული ტრაგედია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანიაში რომ ჩაგეტარებინათ არჩევნები იმ პირობებში, რომ რჩებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია პოლიტიკურ სისტემაში, ალბათ ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 20-25%-ს. ეს არ არის ქართული მოვლენა. ძალიან ხშირად, ყოვლად უვარგის პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხოლმე, საკმაოდ ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი ტიპის რეიტინგები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ ეს ძალები პოლიტიკურ სისტემას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საზოგადოების წინაშე. ჩვენ თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს, ასეთი პოლიტიკური ძალები აღარ შეიძლება დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ყველაფერი მიდის ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს.

„ეს ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შარშანდელი მოვლენებიდან გარკვეული განცდა დარჩა, რომ თუ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც ასევე განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი სხვადასხვა თვალსაზრისით.

„ჩვენ მაშნვე ვამბობდით< რომ ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესების განვითარებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა.