„საქართველო ირჩევს ევროპას“ - თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან - საქართველო ირჩევს ევროპას - ასე ერქმევა მასშტაბურ მსვლელობას, რომელიც დედაქალაქში 20 ოქტომბერს - გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ “ეს მარში განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინ ირჩევს ევროკავშირს.“

ჩვენ გვახსოვს დიდი ერთობა, რომელიც მარტის აქციების დროს გვქონდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვანახოთ, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს და ჩვენ გაერთიანებულები ვართ ამ მიზნის გარშემო.

სხვადსახვა ჯგუფებს ექნებათ თავიანთი ლოკაცია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მხრიდან მოხდეს ხალხის გაერთიანება, უკვე თავისუფლების მოედანზე. რა თქმა უნდა, მსვლელობა იქნება ორივე სანაპიროზე. ჩვენც, სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ლოკაცია გვექნება და ინფორმაციასაც გავავრცელებთ“, - განაცხდა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ - “ჩემი ხმა ევროკავშირს“ 20 ოქტომბერს, თბილისში მარში, სახელად - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დააანონსა.

ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.