ვისთვის არ ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
სააბონემენტო მგზავრობის სისტემის დეტალები - რა იცვლება 2022 წლის 1 თებერვლიდან
სააბონემენტო მგზავრობის სისტემის დეტალები - რა იცვლება 2022 წლის 1 თებერვლიდან
უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები - 240 მლნ ლარი.
„შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტული იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებაც 2022 წელს იგეგმება.
„პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. მათ შორისაა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი; უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენა, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის. 15 პარკის პროექტი, დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში და სპორტული ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.
სამგზავრო ბარათების შეძენა დღეიდან ისევ შესაძლებელია. აბონემენტების გაცემა გუშინ, ერთი დღით შეჩერდა. მიზეზი ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომა იყო. დღეიდან კი, ბარათის სწორი ვერსიის გაცემა დაიწყო.
ის მოქალაქეები, რომლებმაც მანამდე უკვე შეიძინეს სამგზავრო ბარათი, მის გამოცვლას სრულიად უფასოდ შეძლებენ.
„საქართველოს ბანკში“ განმარტეს, რომ „ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებასა და რეალიზაციას საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „მს+“ უზრუნველყოფს და მათ დაუშვეს მექანიკური შეცდომა.
2022 წლის 1-ლი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება. დეტალები ნახეთ ამ ბმულზე.
კახა კალაძის თქმით, ბიზნესსუბიექტები 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
თბილისის საკრებულომ შესაბამისი პროგრამა უკვე დაამტკიცა.
პროგრამა ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს ეხება. მათ სანქცია-საუვარები ჩამოეწერებათ.
"სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა". - თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ბიზნესსუბიექტებს შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა 2022 წლის პირველ აპრილამდე აქვთ.
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.
ამჯერად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გლდანის რაიონში მცხოვრებ კიდევ 21 ოჯახს გადასცა.
სააბონემენტო მგზავრობის სისტემის დეტალები - რა იცვლება 2022 წლის 1 თებერვლიდან
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისტორიული ბაზარი „ბაზარი ორბელიანზე“ დაათვალიერა.
მისი თქმით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი დედაქალაქში მიზიდულობის ცენტრი გახდება.
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განავლობაში პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
კალაძე განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება.
„მინდა, შევეხო ერთ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახლდათ. ეს იყო ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ზოგადად, ვიცით, რომ ფეიკნიუსი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა არის კონკრეტული ტელევიზიები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ზოგადად ამით საზრდოობენ და ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ საზოგადოებას სწორი ნფორმაცია მივაწოდოთ. საქმე ეხება სიცრუეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური იყო, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მეგობრებო, არ დაუჯეროთ, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა.
იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი, ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და ხალხი არ შეეყვანა შეცდომაში, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, ძალიან კარგად იციან მათ, რასთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებები ხდება, რა რეფორმები ხორციელდება, მიზანმიმართულად ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად, ადამიანებს პარკირებაში 800 ლარის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში ორი ტიპის პარკირების სისტემა მოქმედებს და აქამდე იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, სააბონემენტო სისტემა არ ვრცელდებოდა.
„ერთი არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ახლა ინერგება, ყველა ქუჩაზე ჯერ არ არის გავრცელებული, თუმცა გვაქვს უბნები, რაიონები და კონკრეტული ქუჩები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, რაც კარგია. ეს ინერგება, გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით შევძლოთ ამ ყველაფრის განხორციელება. ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში, ღირებულება არის 50 ლარი, მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული ერთლარიანი გადასახადის გარდა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა. ესე იგი, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ერთი ლარი, რომელიც არის საათის ღირებულება, რჩება. გარდა ამისა, შემოგვაქვს სააბონემენტო პაკეტები, რომელსაც, უნდა იყიდის ადამიანი, უნდა არ იყიდის. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, თავიანთი თანამშრომლებისთვის ჰქონოდათ შესაძლებლობა, შეესყიდათ ასეთი პაკეტები. თუ ადამიანი დათვლის, ყოველდღიურად და წლის განმავლობაში რამდენი უჯდება, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია. ვისაც სურვილი აქვს, იყიდის, გამოიყენებს, ვისაც არ აქვს სურვილი, არანაირი ძალდატანება არ არის. ეს არის სიმართლე, რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.