თბილისის მერი სავაჭრო ცენტრის „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნას დაესწრო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისტორიული ბაზარი „ბაზარი ორბელიანზე“ დაათვალიერა.

მისი თქმით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი დედაქალაქში მიზიდულობის ცენტრი გახდება.

„პროექტი „ბაზარი ორბელიანზე“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ისტორიული ბაზარი აღდგა. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. აქ საქართველოში დამზადებული პროდუქტებია წარმოდგენილი. ასევე, განთავსებულია კაფეები, კვების ობიექტები. საბოლოო ჯამში, „ბაზარი ორბელიანზე“ დედაქალაქში მიზიდულობის ცენტრი გახდება. დარწმუნებული ვარ, ამ ადგილს ტურისტებიც ხშირად ესტუმრებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ბაზარი ორბელიანზე“ ისტორიული ბაზრის ახალი სიცოცხლეა. ერთიანი სავაჭრო-საგამოფენო სივრცე საშუალებას აძლევს ქართველ გლეხსა და ფერმერს, წარმოადგინოს მის მიერ წარმოებული და მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია.  ისტორიული შენობის გამოცოცხლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს