კანონის კენჭისყრა გადაიდო - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირებაა.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.

სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს ხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად, დღეს კენჭისყრა არ იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.