საყვარლების გამო ჩინოვნიკი ციხეში ჩასვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკს, საკუთარ თანამშრომლებს შორის 58 საყვარელი ჰყავდა. ისინი მასთან ინტიმურ კავშირს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით თანხმდებოდნენ. როგორც South China Morning Post წერს, 52 წლის ჩჯუნ იანი, გუჩჟოუს პროვინციაში, გუბერნატორისა და პარტიის მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა, უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, ჩინეთის კომპარტიაში 22 წლისა შევიდა და კარიერაში წინსვლასაც მიაღწია. თუმცა, ის კორუფციაში გამოიჭირეს.

მას ასევე „ლამაზ გუბერნატორადაც“ იცნობენ.  ხშირად სტუმრობდა ელიტურ კლუბებს, მივლინებებში მიჰყავდა თანამშრომლები, ან აიძულებდა, რომ სამსახურში გვიანობამდე დარჩენილიყვნენ. გარეგნობით გამორჩეული გუბერნატორი მედიაშიც ხშირად ჩანდა. ის გათხოვილი არ არის და არც შვილები ჰყავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალი ქრთამებს იღებდა და ხელსაყრელ კონტრაქტებს უფორმებდა პრივილეგირებულ კომპანიებს. ვინც მასთან ინტიმურ კავშირზე უარს ამბობდა, კონტრაქტებსაც არ უფორმებდა. ჩინოვნიკს სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და მილიონი იუანის (140 ათასი დოლარი) ჯარიმის გადახდა დააკისრა უსამართლო ქმედებებისთვის, მათ შორის, სექსუალური კავშირებისთვის 58 თანამშრომელთან, ასევე, 60 მილიონი იუანის გადახდა - ქრთამის აღებისთვის.