ბანანის ღვინოს აყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფრიკის აღმოსავლეთში მდებარე მალავის რესპუბლიკაში, კოოპერატივმა Twitule-მ, ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც BBC გვატყობინებს, ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ პროდუქტს იყენებენ. ფერმერების თქმით, კლიმატის ცვლილების ფონზე, ეს მომგებიანი გამოსავალია, რადგან მუდმივი სიცხის, ექსტრემალური ტემპერატურის, ასევე, პლანტციების დატბორვის ფონზე, ბანანის სწრაფი დამწიფების გამო, ზარალს განიცდიან. ბანანის გარდა, ღვინის დასაყენებლად იყენებენ ქიშმიშს, შაქარს, საფუარსა და ლიმონს. ღვინო რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდება.

სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 13%-ია, მისი ფერი კი ღია ყვითელიდან მუქ ქარვისფერში ვარირებს. ღვინოს ოდნავ ტკბილი ხილის გემო აქვს, ბანანისა და ლიმნის არომატით. სასმელი ადგილობრივ ბაზარზე უკვე საკმაოდ პოპულარულია. მალავის დედაქალაქ ლილონგვესა და უდიდეს ქალაქ ბლანტაირში, ერთი ბოთლი ბანანის ღვინო 3 დოლარი ღირს. კომპანია თვეში მცირე რაოდენობის ღვინოს - 20-დან 50 ლიტრამდე აწარმოებს, თუმცა წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.