თანამშრომლების ბედნიერებას აფინანსებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდში მდებარე ერთ-ერთმა მარკეტინგულმა სააგენტომ განსაკუთრებული პროგრამა აამოქმედა საკუთარი თანამშრომლებისთვის, რომლის ფარგლებშიც, მათ ონლაინ-გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის პრემიუმ-გამოწერის საფასურს უხდიან. გარდა ამისა, ანაზღაურებად შვებულებასაც აძლევენ პაემნებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კვლევების მიხედვით, შეყვარებულობის მდგომარეობა ბედნიერების დონეს ზრდის, რაც თავის მხრივ, მუშაობას უფრო სასიამოვნოს ხდის. ისინი იმედოვნებენ, რომ თუკი თანამშრომლები სიყვარულს იპოვიან, მათი პროდუქტიულობა და კეთილდღეობაც გაიზრდება. ეს კი დადებითად აისახება მუშაობის შედეგებზე.