ცხოვრება დაუსახლებელ კუნძულზე განაგრძო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

60 წლის ბრიტანელმა იან აშერმა, ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ავსტრალიაში გაყიდა საკუთარი სახლი და ყველაფერი, რაც იქ იყო - მანქანაც, მოტოციკლიც. ეს მტკივნეული განქორწინების შემდეგ მოხდა, როცა მიხვდა, რომ მობეზრდა სამსახურიც და ახალი ცხოვრებაც. ის დათანხმდა შეთავაზებას და 399 ათას ავსტრალიურ დოლარად დათმო ყველაფერი, თუმცა აცხადებს, რომ არაფერს ნანობს. ამ ფულით მოგზაურობა დაიწყო და ექვსი წლის შემდეგ, კარიბის ზღვაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე ჩავიდა. აშერი ამბობს, რომ ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.

მან 27 500 დოლარად იყიდა ეს ტროპიკული კუნძული, რომელიც მიგდებული და მოუვლელი იყო. აშერმა მის მოწყობაზე ოთხი წელი დახარჯა. ახლა მას მეგობარი ქალიც ჰყავს და მასთან ერთად, ათ დღეში ერთხელ, საკვებისა და საწვავის მარაგის შესავსებად, ქალაქში დადის. ბრიტანელის თქმით, ოჯახის გარდა, იქ წყლის მოტოციკლით სეირნობა, კარგი ინტერნეტი და ინგლისურ „პაბში“ მეგობრებთან შეხვედრები აკლია.