შოკოლადს ახალი მეთოდით ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიელმა სწავლულებმა ყველასათვის სასურველი ტკბილეულის წარმოების ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ახლა შოკოლადის დასამზადებლად კაკაოს მთლიან ნაყოფს იყენებენ და არა მხოლოდ მის მარცვლებს. ასეთი მეთოდი შაქრის დამატებას არ საჭიროებს. შაქრის როლს, ამ შემთხვევაში, კაკაოს წვენი ასრულებს, რომლისგანაც სიროფს ამზადებენ. ახალმა მეთოდმა უკვე მიიპყრო იმ კომპანიების ყურადღება, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებით არიან დაკავებულნი.

მათი თქმით, შოკოლადის ტრადიციული წესით დამზადებისას, მარცვლებგამოცლილი კაკაოს ნაყოფი მინდვრებში რჩება და უბრალოდ ლპება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წარმოებაში კაკაოს მთლიანი ნაყოფის გამოყენება ამ ინდუსტრიაში ბევრ პრობლემას გადაჭრის - შოკოლადზე მზარდი ფასებიდან, ამ სფეროში მომუშავე ფერმერების სიღარიბემდე.