ილონ მასკის ბიუსტს დადგამენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტეხასში მდებარე Starbase-ის კოსმოდრომზე, ილონ მასკის სამმეტრიან ბიუსტს დადგამენ. ბიუსტი შთაგონებულია ცნობილი მრუდე პორტრეტით, რომელიც 2019 წელს, ვირუსულად გავრცელდა. გამოცემა San Antonio Express-News-ის ცნობით, ბიუსტის შემკვეთი ფრანგი ბიზნესმენია, სახელად ლუი. ადრე მანვე დადგა სამი სართულის სიმაღლის მქონე ფრესკა მასკის გამოსახულებით, Starbase-ისკენ მიმავალ გზაზე. ამჯერად, ლუი ხორცს ასხამს ახალ პროექტს, სახელწოდებით ElonDay - „ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და მემების“ დღესასწაული ბრაუნსვილში გაიმართება. ღონისძიება ჩაფიქრებულია, როგორც სივრცე შემეცნებითი საუბრებისათვის, როგორც მასკის თაყვანისმცემლების, ასევე, მისი კრიტიკოსებისთვის.