"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში სახალხო მარში დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. 

აქცია-მსვლელობას, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უერთდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" წევრები.

თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი.