"ყველამ უნდა გადაწყვიტოს სინდისის ხმის მიხედვით" - მიტროპოლიტი დანიელი არჩევნებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღსანიშნავად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა იმართება. საეკლესიო მსახურებას ესწრებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

რა პოზიცია აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სასულიერო პირების ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, მრევლმა არჩევანი საკუთარი ფასეულობების და სინდისის ხმის მიხედვით უნდა გააკეთოს.

"მრევლმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ფასეულობების მიხედვით, რომელმაც მოიყვანა დღემდე და გადაარჩინა საქართველო. ყველამ უნდა გადაწყვიტოს სინდისის ხმის მიხედვით." - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

კითხვაზე შეიცვალა თუ არა ქვეყანამ საგარეო კურსი, მიტროპოლიტმა პასუხზე უარი განაცხადა.

"ეს არის პოლიტიკური შეკითხვა და ასეთ კითხვებზე საეკლესიო პირები არ ვპასუხობთ," - აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.

სვეტიცხოველში წირვას არ ესწრება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტრესია, მას შემდეგ რაც მან აშშ-ში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენთან შეხვედრა გამართა. საქართველოში დაბრუნებულ მთავარეპისკოპოსს ვიზიტის დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია.