„უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი. მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“-ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოებას გულისხმობს.

„ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ ზოგადად დამატებითი მოტივაციის შექმნა, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი, მაგრამ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ. ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის. როდესაც შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ჯილდოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.