რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ფრენა და სასტუმრო?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
 

რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ფრენა და სასტუმრო?

მამარდაშვილი
 

ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიის ქალაქ კიოლნში გაგრძელდება.

ტურნირის დებიუტანტის მხრიდან, პორტუგალიის დამაჯერებელი მოგების შემდეგ 30 ივნისს საქართველოს დროით 23:00 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბილეთები

viagogo.com-ის ამ მომენტის მონაცემებით, 50 000 ადამიანის ტევადობის RheinEnergieStadion-ზე ბილეთების ფასები ასეთია:

  • ფან-ზონა - 899 ლარი;
  • მე-3 კატეგორია - 691 ლარი;
  • მე-2 კატეგორია - 928 ლარი;
  • 1-ლი კატეგორია - 250 ევრო;
  • პრემიუმ-ადგილი - 1 019 ლარი.

თუმცა, აქ არ არის ასახული UEFA-ს მიერ დაწესებული კვოტის ბილეთები და ფასები. bm.ge ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა კითხვებით, როდის დაიწყება კვოტის ფარგლებში გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა.

ფედერაციის თქმით, სრული ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე კი, ფასები ასეთია:

  • ფან-ზონა - 50 ევრო;
  • მე-3 კატეგორია - 85 ევრო;
  • მე-2 კატეგორია - 175 ევრო;
  • 1-ლი კატეგორია - 250 ევრო;
  • პრემიუმ-ადგილი - 500 ევრო

 

ავიაბილეთები

საქართველოდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირი ფრენა არ სრულდება, თუმცა wizzair-ს პირდაპირი რეისი აქვს ქუთაისიდან დიუსელდორფის მიმართულებით, რომელიც კიოლნიდან 49 კილომეტრშია.

აქ უახლოესი რეისი 28 ივნისს შესრულდება, თუმცა ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ასევე, არცერთი ბილეთი აღარ არის დარჩენილი 1 ივლისს უკან დასაბრუნებლადაც.

პირდაპირ რეისს ასრულებს დიუსელდორფის მიმართულებით "აირზენაც". უახლოესი ფრენა დღეს შესრულდება და ბილეთის ფასი 907 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება გადაჯდომით ფრენებს 28 და 29 ივნისს კიოლნამდე Pegasus-ით ფრენა 1 459 ლარიდან დაგიჯდებათ, Turkish Airlines 2 601 ლარიდან, ხოლო გერმანული Lufthansa 1 846 ლარიდან.

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ავიარეისების სუბსიდირება გაგრძელდება იქამდე, სანამ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. თუმცა, რეისები ჯერ არ დანიშნულა და აეროპორტების გაერთიანებაში bm.ge-ის უთხრეს, რომ თემაზე ამ მომენტში მუშაობენ.

სასტუმრო

კიოლნში, უახლოეს დღეებში ერთი ღამით სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი 215 ლარიდან იწყება და 1 500 ლარს სცდება.

  • 2 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 288 ლარიდან 802 ლარამდე;
  • 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 310 ლარიდან 1 181 ლარამდე;
  • 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 557 ლარიდან 2 513 ლარამდე.

bm.ge დამატებით ინფორმაციას მატჩის და ავიაბილეთების შესახებ დღის განმავლობაში მოგაწვდით.