უკრაინისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

E ჯგუფში ბოლო ტურის წინ ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა – ოთხივე გუნდს თანაბარი ქულები მოუგროვდა (4). ვინაიდან რუმინეთთან 0:3 ჰქონდა წაგებული, ყველაზე რთულ მდგომარეობაში უკრაინა იყო. მას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა. თუმცა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ფაქტები

  • საინტერესო სურათი მივიღეთ E ჯგუფის მატჩების დასრულების შემდეგ. ყველა გუნდს 4-4 ქულა მოუგროვდა.
  • ევროპის პირველობაზე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდის შემდეგ, უკრაინის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც 4 ქულა მოაგროვა, მაგრამ ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა.
  • ევრო 2024-ზე რომელუ ლუკაკუს მეტოქის კარში ყველაზე მეტი დარტყმა აქვს – 7, მაგრამ მას ტურნირზე გოლი ჯერ არ გაუტანია.

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ალან შირერმა მოკლედ თქვა: უკრაინისა და ბელგიის მატჩში დაცვის ზეიმი იქნებაო. ამას საფინალო ანგარიშიც ადასტურებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ზედმეტად დაცვითი თამაში იყო. ორივე გუნდს ჰქონდა არაერთი შანსი.

საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფი ყველა ნაკრებმა 4 ქულით დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტა. პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა, მეორეზე ბელგია გავიდა, ხოლო მესამეზე – სლოვაკეთი. უკრაინის ნაკრებისთვის ევრო 2024 დასრულდა.