ყაზბეგში ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა, რომლებიც მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდნენ.

შემთხვევა შაბათს მოხდა. გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, ცხედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.