ვარკეთილის მე-3 მასივში, მე-7 კვარტალში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-3 მასივში, მე-7 კვარტალში, N12 კორპუსის მიმდებარედ გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1030 კვ. მ ფართობზე დაიგება, ხოლო ბორდიური 372 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 118 194 ლარი გამოიყო.
 მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე სოსო ბურდულაძე გაეცნო.