მამარდაშვილის ბოლო სეზონი „ვალენსიაში“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ ზაფხულს, თუ ვინმეს ტრანსფერს ელოდნენ ესპანელი ჟურნალისტები, ეს გიორგი მამარდაშვილი იყო. „ვალენსიას“ მეკარეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და მსურველების რიგიც დაუდგა, მაგრამ იმის გამო, რომ კლუბი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო, გადაწყდა, გიორგი არ გაეყიდათ. ასეთ შემთხვევაში, დიდი იყო შანსი, რომ „ღამურები“ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულიყვნენ.

მიმდინარე სეზონში, „ვალენსია“ ისე ასპარეზობს, გავარდნა არ ემუქრება და ამაში მამარდაშვილის წვლილი უდიდესია. ქართველი მეკარე დამაჯერებლად თამაშობს, და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ჰოდა, სეზონის ბოლოს, ქართველი კიპერი კლუბს აუცილებლად გამოიცვლის და როგორც ესპანური მედია წერს, მის თაობაზე ვალენსიელები წინადადებების გახილვას გაზაფხულიდან დაიწყებენ. გიორგის ფასი 25 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება და ეს ის თანხაა, რომელსაც არაერთი კლუბი გადაიხდის. მოგეხსენებათ, მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეა და მისი ასაკის გათვალისწინებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ნაკრების კარს სწორედ ის დაიცავს.

8 დეკემბერს, გიორგის „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა და 1:0 წააგო. ამის მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დაასახელეს და მართლაც, ქართველი მეკარე რომ არა, „ღამურები“ ბევრად დიდი სხვაობით დამარცხდებოდნენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე