რჩეული სტატიები

როცა სეზონის წინ, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ დაბრუნდა, ვყელას ეგონა, რომ ის კვლავ  გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა, თმცა მანჩესტერელთა თავკაცმა პორტუგალიელი მოიძულა და მას უბრალოდ არ ა თამაშებდა. შედეგად, კრიშტიანუმ მის წინააღმდეგ არაერთხელ გაილაშქრა, ბოლოს კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლამდე ისიც თქვა, მწვრთნელს პატივს არ ვცემო. ჰოდა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება განულდა და რონალდუ თავისუფალი აგენტი გახდა. არადა, მას კონტრაქტი 8 თვის შემდეგ უმთავრდებოდა და ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის სახით 17 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო, თუმცა ამაზე უარი თქვა.

„ახალი გამოწვევების დროა, დასრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი და მე ახალ კლუბში გადავალ“,-განაცხადა რონალდუმ, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში გოლი უკვე გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ხუთ სხვადასხვა ჩემპიონატზე მოახერხა გატანა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ეს მართლაც უნიკალური მიღწევაა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, ფიფას მიერ მიღებულიგადაწყვეტილების თანახმად, ყველა ნაკრების კაპიტანი ლგბტ დროში ფერებშიგადაწყვეტილი სამკლავურით გაიყვანდა გუნდს სათამაშოდ. ამით ფიფა ქვიარ-თემსუცხადებდა მხარდაჭერას, მაგრამ მერე გაირკვა, რომ არათუ სამკლავურის გაკეთება, ხმამაღლა ლგბტ თემზე საუბარიც კი, ყატარში ციხით ისჯება. ყატარის მთავრობისოფიციალურმა პირებმა ღიად და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნებისმიერს, ვინცსამკლავურს გაიკეთებდა, პასუხს მათი კანონმდებლობის მიხედვით  აგებინებდნენდა მნიშვნელობა არ ექნებოდა, ციხეში არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელმესის გაუშვებდნენ თუ სენეგალელ კალიდუ კულიბალის.

ამის შემდეგ, ნაკრებების კაპიტნებმა ერთმანეთის მიყოლებით უარი თქვესსამკლავურის გაკეთებაზე, აქაოდა, ადგილობრივ კანონებს პატივი უნდა ვცეთო დამხოლოდ გერმანიის ნაკრების კიპერი და კაპიტანი, მანუელ ნოიერი გაჯიუტდა - მაინც გავიკეთებო. 21 ნოემბერს კი ფიფამ ოფიციალურად აკრძალა ლგბტ ფერებშიგადაწყვეტილი სამკლავურის გაკეთება და ნოიერიც მკაცრად გააფრთხილა, რომ ესარ გააკეთოს.

ეს უსამართლობაა. არ მესმის ნაკრებების კაპიტნების. მათ მარტო დამტოვეს, ახლაკი ფიფამ უკან დაიხია და მეც იძლებული ვარ, წესებს დავემორჩილო. ამისმიუხედავად, მე ლგბტ ფასეულობებს პატივს ვცემ“,-განაცხადა ნოიერმა და...

ზოგადად, როცა ფეხბურთელი ხარ, უმჯობესია მხოლოდ ბურთზე იფიქრო და ბურთიათამაშო.

სპორტში ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და სამწუხაროდ, ტრავმის გამო, იტალიურ კარიერაში, პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუხდა ხვიჩა კვარაცხელიას. „ლივერპულთან“ შეხვედრაში მან წელის ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ბერგამოში, „ატალანტასთან“ სათამაშდ არ წაიყვანა. თუმცა, ეს არ იყო ის სიახლე, რომელმაც კვარაცხელიასთან მიმართებაში გასულ კვირას გაიღერა. ქართველ შემტევს მანქანა მოპარეს.

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ხვიჩას შინ მშვიდად ეძნა, მანქანა კი სახლის ეზოში იდგა და ის ქურდებმა ჩმად გაიყვანეს. მართალია, ავტომობილი მალევე იპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს, მაგრამ ფაქტია, ნეაპოლში მთლად უსაფრთხო სიტუაცია არ არის, რადგან ხვიჩას შემდეგ, მანქანა მის თანაგუნდელს, სამხრეთ კორეელ მცველს მოპარეს. ჰოდა, ქართველმა ნახევარმცველმა სახლი დაცალა და საცხოვრებლად იმ სასტუმროში გადავიდა, სადაც თავიდან ცხოვრობდა. ცნობისათვის, კლუბს ა ქვს ვალდებულება, ფეხბურთელს სახლი დაუქირავოს, მაგრამ როცა ის სახლზე უარს ამბობს, სასტუმროს უფინანსებენ. სასტუმროში კვარა მარტო აშკარად  არ იქნება - იმავე სასტუმროში და იმავე სართულზე, სადაც კვარაცხელია იცხოვრებს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მეორე წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რაც შეეხება ტრავმას, დიდი ალბათობით, ხვიჩა მიმდინარე წელს კლუბის მიერ ჩასატარებელი ორი შეხვედრიდან, ერთში მაინც ითამაშებს. და ერთიც, არანაკლებ საინტერესო ფაქტი. „ატალანტასთან“ მოგბეული მატჩის შემდეგ, სპალეტის პრესკონფერენციაზე კითხვა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს.

„მესმის ,რომ ჟურნალისტებისთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ბრუნავს, მაგრამ ხომ დაინახეთ, რომ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერაფერს წყვეტს. დღეს არ გვყავდა კვარა, მაგრამ საუცხოოდ ითამაშა ელმასმა. მერწმუნეთ< მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთება, გასახდელში არავის სიამოვნებს და შეეცადეთ, სხვა ფეხბურთელეის მდგომარეობაც გაითვალისწინოთ“,-უპასუხა მან.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია საუცხოო ფორმაში გახლდათ და ევროლიგაზე, ზედიზედ ორ შეხვედრაში გუნდს ულიდერა კიდეც. მისი თამაშით არა მარტო ცსკა-ს მწვრთნელი და გულშემატკივრები იყვნენ კმაყოფილნი, არამედ, ექსპერტებიც აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ცენტრი ფორმის პიკში შედიოდა, თუმცა...

„ზენიტთან“ შეხვედრაში, თორნიკე უხერხულად დაეცა და მხარი იტკინა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, თუმცა დეტალურმა კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა. შენგელია პარკეტზე გასვლას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია ვერ გადაწერა. სამწუხაროდ, ნიკა „ინდიან უელსის“ მასტერსის ფინალში, ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა. არადა, გამარჯვების ძალიან, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა...

პირველი სეტი ნიკამ მძიმედ დაიწყო. მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს, მაგრამ მესამე გეიმში, ნორიმ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ბრიტანელმა თავისი ჩაწოდებაც მოიგო და 3:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტი ბევრად დაძაბული გამოდგა. ჩვენებურმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, თუმცა ანერვიულდა, კამერონმა უკუბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომ არა ეს ხუთწუთიანი მონაკვეთი, ბასილაშვილი მეორე სეტს და, შესაბამისად, ფინალსაც მოიგებდა. ამის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ასპარეზობდა. სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ანგარიში ნორის სასარგებლოდ 5:4 იყო, ბრიტანელმა კვლავ ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი კი მთლიანად მეტოქის იყო. ნორიმ ჯერ საკუთარი მოწოდება მოიგო, მერე ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კვლავ მოიგო მოწოდება და წინ 3:0 გავიდა. ამასთან, ბრიტანელი შეცდომას პრაქტიკულად აღარ უშვებდა, ბასილაშვილმა კი თავისი ჩაწოდება ისევ დათმო და 1:5 დაფიქსირდა. რაღა თქმა უნდა, კამერონმა ასეთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, მატჩზე ჩააწოდა და „ინდიან უელსის“ მასტერსი მოიგო.

აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლით, ბასილაშვილმა მაინც დიდ წარმატებას მიაღწია. ფინალში თამაშით, ბასილაშვილმა 640 ათასი დოლარი და 600 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, თუმცა რომ მოეგო, 1 209 730 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებდა. ახალ მსოფლიო რეიტინგში, ბასილაშვილი მისთვის სარეკორდო, მე-15 ჩოგანი იქნება.

შერმადინი რუსებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში სტარტს დღეს აიღებს. ამ ტურნირში ესპანური „ტენერიფეც“ მონაწილეობს, რომელიც თავის პირველ შეხვედრას 6 მაისს „სტრასბურგთან“ გამართავს. რაღა თქმა უნდა, ესპანური კლუბი რუსეთში რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა, მაგრამ რად გინდა - გუნდის ლიდერი და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, გიორგი შერმადინი ქვეყანაში არ შეუშვეს. როგორც კლუბის წარმომადგენლებს რუსმა მებაჟეებმა აუხსნეს, შერმადინი ქართველია და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ჯერ დეტალებში უნდა გაერკვნენ.

გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მნიშვნელოვანი მატჩი ელით, მათი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა, 216 სმ სიმაღლის შერმადინმა კი ღამე აეროპორტში პატარა დივანზე გაათენა. უერტასმა პოსტს ფოტოც დაურთო, თუ სად გაატარა ღამე ჩვენებურმა.

მეორე დღეს საქმეში უკვე ფეხბურთის ევროპული ფედერაცია ჩაერთო და შერმადინი გუნდს შეუერთდა. იმედი გვაქვს, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ, რუსები გიორგის შეშვებას მწარედ ინანებენ.

27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 250-ე შეხვედრას გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის (პარალელურად, მსოფლიო თასის შესარჩევი) ეგიდით, „ბორჯღალოსნები“ „დინამო არენაზე“ რუსეთს შეხვდებიან. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

- აუცილებელი კოვიდშემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგინოთ:

- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

- ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

- ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

- ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

- ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

რუსეთის ნაკრები მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და რა ძნელი მისახვედრია, რომ ისინი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მათ რიგებში კი სიახლეა - რუსეთის ნაკრებში ორი ქართველი ახალწვეულია - ყაზანის „სტრელას“ წევრი ნიკოლაი კაზალიკაშვილი და ფრანგული „კარკასონის“ მორაგბე ნიკოლოზ ნარმანია. ეს უკანასკნელი თავის დროზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებშ გამოდიოდა, ახლა 21 წლის გახლავთ და... ასპარეზობა რუსეთის ეროვნულ გუნდში გადაწყვიტა. ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ, საქართველოს დედაქალაქში, რუსეთის ჰიმნზე ამღერებული ქართველი ცოტა არ იყოს უცნაური სანახავია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში რუმინეთი დამაჯერებლად, 28:17 დაამარცხა და გარდა იმისა,რომ რაგბი-ევროპის გამარჯვებული გახდა, ჩვენსა და რუმინეთს შორის გასათამაშებელი ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც თბილისში დატოვა. ამ შესარჩევში ჩვენმა გუნდმა ოთხი შეხვედრა გამართა, ოთხივე მოიგო და უდანაკარგოდ დაასრულა ეს ყველაფერი, თუმცა...

სიმართლე გითხრათ, სათვალავი აგვერია, რამდენჯერ გვაქვს მოგებული რაგბი-ევროპა და რამდენჯერ კიდევ ანთიმოზ ივერიელის თასი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთ წრეზე ტრიალს, რადგან წინ პრაქტიკულად ვერ მივდივართ. გავალთ მოსფლიოს ჩემპიონატზე, შეგვხვდება ტოპ-ნაკრები და პატარა ბავშვებივით გვიგებენ. გამოსავალი ერთია - ექვსი ერის პირველობა როგორმე შვიდი ერის უნდა გახდეს, ან ქევს ერში ბოლოადგილოსანი გავარდეს და მომდევნო წელს იქ რაგბი-ევროპის გამარჯვებულმა ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, ექვსი ერიდან მუდმივად იტალია გავარდება და უდიდესი ალბათობით, მუდმივად ჩვენ ჩავენაცვლებით. სამაგიეროდ, იმ ერთი წლის განმავლობაშ, ინგლისს, უელსს, საფრანგეთს, შოტლანდიასა და ირლანდიას შევხვდებით და მერე ჩვენი დონეც აიწევს, მოტივაციაც და ქართველი მორაგბეებიც ბევრად უკეთეს კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ჰოდა, სანამ ამ მიმართულებით რამე არ შეიცვლება, უკვე იმდენად მივეჩვიეთ რაგბი-ევროპის მოგებას, რომ ემოციაც ნაკლებად გვაქვს. მოვიგეთ კიდევ ერთი თასი, რომელიც მანამდეც ბევრჯერ მოგვიგია და არც მომავალში გაგვიჭირდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი კვლავ დაამარცხა - ამჯერად, კალინინგრადში. მატჩამდე, ქართველ გულშემატკივარს ერთგვარი შიში ჰქონდა, რადგან ჩვენი გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და ესპანეთთან შეხვედრამაც აჩვენა, რომ ბევრი პრობლემა იყო. რუსები კი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. „ბორჯღალოსნებმა“ წელს საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მატჩი პრემიალური ქულით - 23:6 მოიგეს.

„მეტოქე ჩვენზე ოდნავ ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდი ახლა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ადრე, ქართველებმა ამჯერად დაცვაში ძალიან კარგად მოახერხეს თამაში. მეტოქეზე ზეწოლის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რომ ლელო დაგვედო. დღევანდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, ბურთის თამაშში შეყვანა იყო. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვიქტორ გრესევის გამოკლებამაც. საქართველოს წინააღმდეგ თამაში, როგორც წესი, ძალიან მჭიდრო და ხისტია. ქართველები თავის გეგმას მიჰყვებოდნენ, მათ კარგად გამოსდით დარტყმითი ტაქტიკით მუშაობა. ზოგჯერ თავდაცვა კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენ უფრო თანაბარ თამაშს მოველოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ქართველები კერკეტი კაკლები არიან, მათ ადეკვატური წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. ჩევნ განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებაც მოვა. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, მსოფლიოს თასზე გავა“, - ნამატჩევს, ეს განცხადება რუსთა თავკაცმა, ლინ ჯონსმა გააკეთა.

იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა ტურნირის დასრულებამდე, ექვსი დღე დარჩა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ამ ტურნირს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგში დაქვეითდება. საქმე ის გახლავთ, რომ 9 დღის შემდეგ, მისი ბალანსია - 3 მოგება და 6 მარცხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან, ლევანმა, მინიმუმ, ხუთი უნდა მოიგოს, რაც მისი მტკივანი მუხლისა და ნემსებით გაყუჩებული მხრის ტკივილის პირობებში, წარმოუდგენლად ჩანს.

Resist sorry stadium affect define achieve formal mail bringing philip. Qualified surfaces urge sympathy winston drivers transformation approaching constructed. Twentieth palfrey

Putting recovery originally tends soldier. Sensitivity scotty oral tangible papers artery handle engagement vacuum. Equipped possibilities bombs liberty eg helva satisfactory

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს : 

„მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას.“

რუსეთის დედაქალაქში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც ველოდით - ტურნირის ბოლო დღეს, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ იმარჯვა და ქართულ დელეგაციას ოქროს სამი მედალი მოუტანა. ამას გარდა, ატაცში 222 კილოგრამის დაფიქსირებით, ლაშამ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. რაც შეეხება ორჭიდს, ქართველ გოლიათს აშკარად შეეძლო საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, თუმცა ისე ჩანს, მწვრთნელიც და სპორტსმენიც თავს ზაფხულში გასამართი ოლიმპიადისთვის ინახავენ და სწორებას სწორედ პლანეტის უმთავრეს ტურნირზე აკეთებენ. 11 აპრილის შემდეგ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს აბსოლუტურუ რეკორდსმენობის გარდა, ოლიმპიადის ერთგზის (ჯერჯერობით), მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ეს რაც შეეხება ტალახაძეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 9 აპრილს, ანტონ პლესნოის გამოსვლა. წარმოშობით უკრაინელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ყველანაირად მობილიზებული იყო. მობილიზებული გახლდათ სამწვრთნელო შტაბიც, რომლის წევრებსაც მკლავზე 9 აპრილის აღმნიშვნელი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული. იმის გათვალისწინებით, რომ პლესნოის ისტორიული სამშობლო ომშია ჩართული და რუსეთთან იბრძვის, მისი გამოსვლა სპორტულ საზღვრებს აშკარად სცდებოდა. საბედნიეროდ, ანტონმა ატაცში 180 კილო დაიმორჩილა, აკვრაში - 213 კილოგრამი და ორივე შემთხვევაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ორჭიდის ჯამში ავტომატურად ოქროს მედალს ნიშნავდა. შედეგად, უკრაინელმა 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

პირველი მედალი ქართულ დელეგაციას შოთა მიშველიძემ მოუტანა. მან ატაცში 135 კილოგრამი დაძლია, რასაც აკვრაში 155 კილო მიაყოლა და შედეგი ვერცხლის მედლისთვის ეყო. ეს იყო პირველი მედალი ქართულ ყულაბაში და ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც. მიშელიძის შემდეგ, ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა და მართალია, ნაჩვენები შედეგი ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილისთვის ეყო, აკვრაში 170 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მცირე მედალი მიიღო.

შემდეგ იყო რევაზ დავითაძე, რომელაც ევროპის ჩემპიონობამდე ერთი კილოგრამი დააკლდა. რეზომ 171 კილო აიტაცა, აკვრაში 203 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მცირფე მედალს დაეუფლა, თმცა ორჭიდის ჯამში, სულ რაღაც კილოგრამით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სომეხ სპორტსმენს.

და ანასტასია გოტფრიდი. კიდევ ერთი წარმოშობით უკრაინელი და საქართველოს ნაკრების ლიდერი. ანასტასია პირველი ქალი გახლავთ საქართველოს სახელით, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. სიმართლე გითხრათ, ანასტასიას გამოსვლას ცოტა შიშით ველოდით, რადგან მას საპატიო მიზეზის გამოწელიწადზე მეტი გაუჩნდა - შვილი გააჩინა. ამის მიუხედავად, გოტფრიდმა ატაცში 111 კილო ასწია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 128 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში, მეოთხე ადგილზე გავიდა.

არ შეიძლება ირაკლი თურმანიძეზე რომ არ ვთქვათ. საქართველოს ნაკრების ვეტერანი და კაპიტანი დღეს ფიცარნაგზე ცოტა მძიმედ გავიდა. მერე თქვეს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და მაინც გარისკაო. სამწუხაროდ, თურმანიძემ ატაცში ვერცერთი ცდა ვერ გამოიყენა და მწვრთნელებმს აღარ გარისკეს - ტრავმის გამიზეზების შიშით, ირაკლი აკვრაზე აღარ გამოვიდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ< ის თავის სიტყვას ოლიმპიადაზე აუცილებლად იტყვის.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მხოლოდ მამაკაცებს თუ ავიღებთ, გუნდურ ჩათვლაში პირველობას არავის უთმობთ, გაერთიანებულ, კაცთა და ქალთა ნაკრებებში კი მეოთხე ადგილზე გავედით. ბრემ ერთი საინტერესო შედარებაც გავაკეთოთ - ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძის შედეგი 485 კილოგრამია, მისი უახლოესი მდევრის, ანუ მეორე ადგილზე გასული გორ მინასიანის შედეგი კი 464 კილოგრამი გახლავთ. სპორტის იმ სახეობაშ, სადაც ერთი კილოგრამიც კი ბევრ რამეს წყვეტს, 21-კილოიანი უპირატესობა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

Carbon survive package counter helping walter tilghman milk juniors. Societies julia president's supplied colored transformed. Maris volunteers substitute secrets veteran fought

ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა საქართველო კიდევ ერთხელ, ამჯერად 81 წლის ასაკშში ასახელა. იტალიაში, +65 წლის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა და ქართველმა დედოფალმა პირველობა არავის დაუთმო. მან ვეტერანებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოების გარდა, გაფრინდაშვილის ყულაბაში, აქტიური კარიერის დროს, 11 საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის 5 ოქრო აქვს.

იმავე იტალიაში, მამაკაცებს შორის, +50 წლიანებში, პირველობა არავის დაუთმო ზურაბ სტურუამ, რომელმაც 8.5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ეროვნული ჩემპიონატები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჩერდება და არ აქვს მნიშვნელობა, იღებს თუ არა ამ ქვეყნის ნაკრები მუნდიალზე მონაწილეობას. მსოფლიო პირველობა საფეხბურთო საზომებით უდიდესი ფორუმია და ამიტომ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება. შედეგად, კლუბების მეპატრონეებს მშვიდ გუნებაზე შეუძლიათ სამომავლო გაძლიერებაზე იფიქრონ და იმ ფეხბურთელების ფასები მოიკითხონ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში თავი უკვე გამოიჩნეს. ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა, რომელიც აქამდე ჩრდილში იყო და მათზე ნადირობის სეზონიც დაიწყება. მანამდე კი... მანამდე, ყველაზე სასურველ ფეხბურთელთა ათეულში ორი ქართველია - გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა საუბრობს და იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას ფონზე მამარდაშვილი თითქოს დაიკარგა და ქართული მედიაც კი ვერ უთმობს სათანადო ყურადღებას, ახალგაზრდა კიპერი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება და მასზე გრანდები ნადირობენ. ნადირობენ იმიტომ, რომ მამარდას მიყვანით, მეკარის პოზიციის პრობლემას უახლოესი ათი წლის განმავლობაში გადაწყვეტენ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. „ვალენსიას“ საიშნელი დაცვის ფონზეც კი, მამარდაშვილი აშკარად ბრწყინავს...

სავარაუდოდ ახალ წლამდე, არამარტო ინგლისის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, „ლივერპული“ გაიყიდება. როგორც ამბობენ, მისი შეძენაც არაბ მილიარდერებს სურთ და ასეთ შემთხვევაში, ფულს არ დაზოგავენ. ჰოდა, ინგლისური მედია წერს, რომ წლევანდელ სეზონზე გუნდის თავკაც იურგენ კლოპს ხელი უკვე ჩაქნეული აქვს, ზუსტად იცის, ჩემპიონი ვეღარ გახდება (ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება), ამიტომ აქცენტს მომავალ სეზონზე აკეთებს და უკვე მოითხოვა 200 მილიონი, რათა „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იყიდოს. ოფიციალურად, ოსიმენს კონტრაქტშ გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი უწერია, ხვიჩა კი ტრანსფერმარკეტზე 60 მილიონად დაფასდა, მაგრამ ყველა ხვდება, თუ ქართველმა ასე გააგრძელა, სეზონის ბოლოს, მისი ფასი 100 მილიონზე ნაკლები არ იქნება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სეზონის ბოლოს, „ლივერპულიდან“ წასვლას გეგმავს სათადარიგო მეკარე და გუნდის თავკაცს მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი უნდა. არადა, ახლა გიორგის მეორე მეკარედ სადმე წასვლა, თუნდაც ეს „ლივერპული“ იყოს, გამართლებული არ არის. „მერსისაიდელების“ კარის ძირითადი დარაჯი ალისონი ძალზედ დამაჯერებელია და მისთვის კონკურენციის გაწევა ურთულესი იქნება, მითუმეტეს, რომ ალისონი წლებია პრემიერლიგაში თამაშობს და სიტუაციას მორგებულია. ამიტომ, მამარდაშვილს მოცდა უჯობს და ისეთი წინადადების განხილვა, სადაც პირველ მეკარედ დაუძახებენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ქართველი კიპერის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო წერია, მაგრამ ყველამ იცის, რომ „ვალენსია“ მას 70 მილიონადაც დათმობს.

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d'Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ.

 დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.

"ისეთი დილა გათენდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ
არ ვიცი საქართველოში მარტო ფეხბურთი,რაგბი და აშ. რატომ არის მოდაში და რატომ არ ადევნებენ თვალყურს ალპინიზმს.
იცით რა მოხდა? აი მსოფლიო თასი რომ მოგვეგო,დიახ მსოფლიო თასი ჩვენ ქართველებს.
აი ეს მსოფლიო ოქროს წერაყინი აიღეს ჩვენმა ალპინისტებმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა.
კიდევ ერთხელ კარგად,რომ გაიგოთ კიდევ დაგიკონკრეტებთ ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის.
წესით ახლა ყველა ეთერი ამას უნდა აშუქებდეს,წესით ყველა ქართველი კვარას ფოტოებს,რომ ვაზიარებთ მათ ფოტოებსაც დიდი სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ.
მსოფლიო ოქროს წერაყინი (ალპინიზმის ოსკარი) გადაეცათ არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს პაკისტანში, აქამდე აუსვლელ მწვერვალ სარაგრარზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის
დაჯილდოება იქნება საფრანგეთში. " - წერს სოციალურ ქსელში ნანიკო გრიგალაშვილი