ბითაძის 3 წელი და 25 მილიონი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

NBA-ს კლუბის - „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი ლეგიონერი, გოგა ბითაძე ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და მისი დამატება ბევრ გუნდს სურდა. საბოლოოდ, თავად გოგამ ისევ „ორლანდოში“ დარჩენა ამჯობინა და გუნდთან ახალ, სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ორლანდოსთვის“ ეს კარგი ამბავია. ბითაძე სტაბილურობით გამოირჩევა, თითქმის არასდროს იღებს ტრავმას და ამიტომ, მისი შენარჩუნებით, ორივე მხარე იხეირებს. საქმე ის გახლავთ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქართველი ლეგიონერი, საერთო ჯამში, 25 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ურიგო ჯამაგირი ნამდვილად არ არის“, - წერს ამერიკული მედია.