ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა, რომლებიც, მათი თქმით, აშშ-ის სარეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებდნენ.
როგორც გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი საუბრობს, სანქცირებულთა შორის არიან Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე, ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.
აშშ-ში ამბობენ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას.
აშშ-მა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა სიმონიანი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი