კიდევაც დაიზრდებიან - კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორ კვირაზე ნაკლებია გასული მას შემდეგ, რაც გენო პეტრიაშვილმა პარიზში ოლიმპიადა მოიგო და ოქროს მედალი დაიკიდა. ჰოდა, 25 აგვისტოს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, ოქროს მედალი გენოს უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიგო. ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ფინალში, ნეიტრალური დროშის სახელით მოასპარეზე რუს როდიონ სანაკოევს 8:0 მოუგო.

„იმედია, გენოს არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ კონსტანტინე მასზე ჭკვიანი მოჭიდავეა და მასზე დიდი მომავალი ექნება. ის მწვრთნელებს უსმენს და რაც მთავარია, ხალიჩაზე ძალიან დამაჯერებლად მოქმედებს“, - ამბობენ ჭიდაობის ქართველი ექსპერტები.

ისე, უმცროსი პეტრიაშვილი -92 კილოგრამში ჭიდაობს და მისი ასაკის გათვალისწინებით, მალე მძიმე წონაში გადავა. მერე კი, როცა უფროსი პეტრიაშვილი კარიერას დაასულებს, ეროვნულ გუნდში, ალბათ, მის ადგილსაც დაიკავებს და ვინც იცის, ოლიმპიადაზე საქართელოს ჰიმნი, შესაძლოა, კიდევ ერთმა პეტრიაშვილმა დააკვრევინოს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე