მექვაბიშვილმა სეზონი დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუმინული „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა სეზონი ნაადრევად დაასრულა. როგორც რუმინული წყაროები იუწყებიან, ქართველი ბუქარესტში, „დინამოსთან“ შეხვედრაში დაშავდა და კვლევებმა აჩვენა, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. ეს ტრავმა ფეხბურთში ყველაზე საშინელია და მის მორჩენას 8-9 თვე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურისთვის სეზონი დასრულებულია.

არადა, მექვაბიშვილი ახალ გუნდს კარგად შეეწყო, მის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა და რაც მთავარია, მისი იმედი სანაკრებო მატჩებშიც გვქონდა, თუმცა ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ანზორს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე