122 ახალი სტატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 გაიმართა. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაჯილდოება ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი) დასახელდა, გოგონათა შორის კი „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი ხატია ჭყონია. რაც შეეხება დანარჩენ ნომინაცნებს:
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია).
საუკეთესო გოლი - ხატია ჭყონია (რუმნული კლუჟის კარში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლი).
ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - დავით ბობოხიძე (თსუ).
ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი).
საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე (ქსკ ლანჩხუთი).
საუკეთესო მსაჯი - გიორგი კიკაჩეიშვილი.

ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია არამარტო ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, აღარავინ დაობს. „რუბინის“ შემტევის შეძენის სურვილი არაერთ კლუბს აქვს და თუ სეზონის წინ ხვიჩა ნახევარ მილიონ ევროდ ფასობდა, ახლა მას 15 მილიონად არ თმობენ. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ყაზანური კლუბის პრეზიდენტმა რუსტამ საიმანოვმა.
„ზამთრის სანტრანსფერო სეზონში მთავარი გამოწვევა კვარაცხელიას შენარჩნება იქნება. ჩვენ ძალიან გვინდა, ის გუნდში დარჩეს, მაგრამ არის წინადადებები, რომლებზეც უარს ვერასდროს ამბობ. თუ ასეთ წინადადებას მივიღებ, ხვიჩას შენარჩნება გაგვიჭირდება,“ -აღიარა საიმანოვმა.
როგორც რუსული მედია წერს, კვარაცხელიას სანაცვლოდ 25 მილიონი იქნება ის თანხა, რომელზეც „რუბინი“ უარს ვერ იტყვის.

ორიოდე დღის წინ, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე თანამდებობიდან გაუშვეს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, კიკნაძეს გუნდიდან საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება არ აპატიეს. პირველი გუნდის დაცვის ბურჯი იყო, მეორეს ნიჭიერება კი კიკნაძემ ვერ დაიჯერა და ხმამაღლა თქვა, კვარაცხელია ნახევარი მილიონიც არ მიღირსო. ხვიჩა „რუბინში“ წავიდა და ერთ წელიწადში მისი ფასი 15 მილიონი გახდა, თუმცა ყაზანელები არც ამ ფასად ელევიან.

ჰოდა, კიკნაძის ნაცვლად, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორად, ასევე მოსკოვის „სპარტაკის“ ყოვილი გენერალური დირექტორი, რომან ასხაბაძე დაინიშნა. კიკნაძის არ იყოს, ქართველებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ, ასხაბაძემ კონკრეტულად კვირკველიაზე თქვა, არ მესმის, ეს ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ რატომ იყოო და ეს მაშინ, როცა საბა ლამის რუსეთის საუკეთესო მცველად აღიარეს.

ბათო ჯაფარიძე

More Articles ...

Page 1 of 2