126 ახალი სტატია

რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ბერლინის საავამდყფოდან, 32 დღის შემდეგ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ხუმარაშვილის ოჯახი  გამოძიებას უნდობლობას უცხადებას და ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს.

17 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. როგორც ამბობენ მომხდარს  წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან. ბექაური გიორგი ხუმარაშვილს აიძულებდა, მუნიციპალიტეტის მერის - მეჭიაურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

დღეს კი თამაზ მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,  საავადმყოფოში, რჩება.   ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის გამოკითხვას.
ხუმარაშვილის დედა ამბობს, რომ ოჯახს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს: „სამმართველოს პოლიციას უნდობლობას ვუცხადებ და შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ჩემი შვილის საქმე, რომ ეს პიროვნება დააკავონ. მტკიცებულებებს ელოდებიან, რა მტკიცებულებებს ელოდებიან? საკმარისი ის არ არის, მოვიდა, სცემა ჩემი შვილი და თვითმკვლელობამდე მივიდა“ - ამბობს ნენე ხარხერაული

ხუმარაშვილზე ზეწოლას არც თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური გამორიცხავს და ამბობს, რომ მასთან  მძღოლს ამ თემაზე პირდაპირ არ უსაუბრია, თუმცა გარკვეუილი მინიშნებები იყო. მეჭიაური სამართლიან გამოძიებას ითხოვს.



ვინ შეუკვეთა ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა და როგორ „დაავერბოვკეს“ „გულის“ გარემოცვის წევრი

More Articles ...

Page 1 of 3