• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • ეკონომიკა
      Details
      Sep 25 2023

      შეიძლება გაიზარდოს ფასი, თუმცა საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება - იმპორტიორთა კავშირი

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 25 2023

      საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება

    • ანალიტიკა
      Details
      Sep 25 2023

      ისმის ლოგიკური კითხვა - რა სჭირს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სალომე ზურაბიშვილს აგენტობა სჭირს - ზაზა შათირიშვილი

    • ეკონომიკა
      Details
      Sep 25 2023

      საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში - ნათია თურნავა

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 25 2023

      “ვიზიტის მიზანია კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მხარდაჭერის მოპოვება”- პაპუაშვილი რუმინეთის სენატში სიტყვით გამოვა

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 24 2023

      მქონდა პატივი კიდევ ერთხელ მიმემართა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეისთვის... - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 24 2023

      სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 24 2023

      უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Sep 24 2023

      საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ... - პრემიერი

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Sep 11 2023

      რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      „გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე“ - რას სთხოვდა „კონსერვატიული მოძრაობა“ დუმის თავმჯდომარის მოადგილეს?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      ნავალნის გუნდმა პუტინის ახალი იახტის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

    • ინტერვიუ
      Details
      Aug 04 2023

      "ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია" - ლაიმა ვაიკულე

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 26 2023

      ფრთხილად, საოჯახო ნივთებით თაღლითობენ!

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Apr 12 2023

      მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგარი ბიზნესმენები - BBC-ის გამოძიება

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 05 2023

      როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით, ისე რომ ნარკოტიკს არ იღებენ

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 04 2023

      „ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული“ - რატომ ვერ იძიებენ ექიმების დანაშაულებს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Feb 27 2023

      როგორ უნდა შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვა - ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • განათლება
      Details
      Sep 13 2023

      თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

    • საზოგადოება
      Details
      Sep 12 2023

      კეტჩუპში აღმოჩენილი სუდანის ჯგუფის საღებავი სიმსივნეს იწვევს

    • საზოგადოება
      Details
      Sep 12 2023

      „სიკვდილთან თამაში“ - რა არის სინთეზური ნარკოტიკი და რა შედეგებს იწვევს

    • საზოგადოება
      Details
      Sep 12 2023

      როგორ ვებრძოლოთ წამალდამოკიდებულებას და ალკოჰოლიზმს

    • საზოგადოება
      Details
      Sep 12 2023

      რამდენად საშიშია ტელეფონის ხშირად გამოყენება და აქვეითებს თუ არა მხედველობას

    • ჯანდაცვა
      Details
      Sep 09 2023

      გახდებოდი სისხლის დონორი? - სად იპოვის საქართველო 9 ათას მოხალისეს

    • საზოგადოება
      Details
      Sep 09 2023

      კინოფირები გაციფრულებულია და არქივში ინახება - არქივის დირექტორი ხანძარის შედეგზე

    • საზოგადოება
      Details
      Sep 08 2023

      სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

    • საზოგადოება
      Details
      Sep 08 2023

      გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Sep 25 2023

      პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

    • კრიმინალი
      Details
      Sep 25 2023

      "მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას" - 12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა

    • კრიმინალი
      Details
      Sep 23 2023

      პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

    • კრიმინალი
      Details
      Sep 23 2023

      საშიში რეციდივისტი, რომელიც ქალებს აუთოვებდა და დანით სხეულს უჩხვლეტდა

    • კრიმინალი
      Details
      Sep 23 2023

      გლდანში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი-შსს

    • კრიმინალი
      Details
      Sep 22 2023

      პოლიცია მწერალ გოჩა მანველიძის შვილს მკვლელობისთვის ეძებს

    • კრიმინალი
      Details
      Sep 22 2023

      როგორ ქრებოდა თანხები კლიენტების ბარათებიდან და როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

    • კრიმინალი
      Details
      Sep 21 2023

      შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

    • კრიმინალი
      Details
      Sep 20 2023

      რატომ უჩნდებათ მარიხუანას მოწევის შემდეგ ახალგაზრდებს სიმაღლიდან გადახტომის, გაშიშვლებისა და გაქცევის სურვილი

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      Sep 22 2023

      მესიმ ფლორიდაში ახალი სახლი იყიდა

    • სპორტი
      Details
      Sep 22 2023

      All in - „მანჩესტერი“, კვარაცხელიას გამო, ვა-ბანკზე წავა

    • სპორტი
      Details
      Sep 22 2023

      კონტრაქტი მსუქან ბიჭთან ანუ როცა ფული გაქვს...

    • სპორტი
      Details
      Sep 22 2023

      საკალათბურთო ნაკრებში ზუროსის ეპოქა დასრულდა

    • სპორტი
      Details
      Sep 22 2023

      როცა გეუბნებიან, რომ წაგება კარგია...

    • სპორტი
      Details
      Sep 14 2023

      კვარაცხელია, შესაძლოა, ტიფოზებისა და პრეზიდენტის დაპირისპირების მიზეზი გახდეს

    • სპორტი
      Details
      Sep 14 2023

      8 სექტემბერს, წვიმიან „დინამო არენას“ მხოლოდ „აბა, ულა“ აკლდა...

    • სპორტი
      Details
      Sep 14 2023

      „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

    • სპორტი
      Details
      Sep 08 2023

      საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      წინასწარი შედეგებით თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 02 2023

      უკრაინამ არაფერი იცის ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ - CNN-ი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 01 2023

      ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 190 960 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 29 2023

      ევროკომისიამ უკრაინასა და EU-ს 5 ქვეყანას შორის მარცვლეულის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 28 2023

      პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა - მოლდოვის პრემიერი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 28 2023

      უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია - ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 26 2023

      თურქეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 25 2023

      რუსმა სამხედროებმა ქალაქ კუპიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

საგანმანათლებლო კვირეულში - „გუნდი, გუნდის მშენებლობა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

Details
ვერსია
დედაქალაქი
25 September 2023

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს.


პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, განავითარონ ლიდერული და გუნდური მუშაობისათვის საჭირო თვისებები.
 _ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
  _ბანაკის თემატური მიმართულებებია:
  _ლიდერობა;
  _გუნდურობა;
  _გუნდის მშენებლობა;
 _ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა;
_ მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 28 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ ბმულზე: https://shorturl.at/mnxV4
 

ასევე, ბანაკის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/გასართობი აქტივობა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გუნდური მუშაობის პრინციპით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.


 ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
 

მინიმალური მოთხოვნები მონაწილეებისათვის:
 _მონაწილეთა ასაკი : 16-დან 20 წლის ჩათვლით
 _მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
_მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად,
_უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და კრეატიული


  აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები.
  _ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა
  _მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის გამგეობა უზრუნველყოფს.

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 September 2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.

„წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციისთვის ჯარიმების გაზრდის ინიციატივით მივმართავდით პარლამენტს. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პირები იღებენ მშენებლობის ნებართვას, იწყებენ მშენებლობას, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ სამშენებლო პროცესს. ასეთი ობიექტები იერსახის თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას აქვს თავისი წესები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ წარმოადგინა ისეთი მშენებლობების ფოტომასალა, სადაც კონსერვაციის წესები ნაწილობრივ ან საერთოდ არაა დაცული.

მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საჭიროა სანქციების გამკაცრება. შესაბამისად, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში 5-ჯერ. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება: – I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; – III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი. ჩვენ ამ კანონპროექტსაც გადავუგზავნით პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. პროექტის მიზანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
19 September 2023

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოების გამო 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის
ქუჩების გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

განცხადება რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, არის სიცრუე - კახა კალაძე

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
24 September 2023

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.

„როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს. ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.

რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და  „ქართუ ფონდი“ ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 September 2023

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.

„ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ N130 ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა

Details
ვერსია
დედაქალაქი
18 September 2023

თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად, სამგორის თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად, სამგორის რაიონში, N130 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა

Details
ვერსია
დედაქალაქი
22 September 2023

„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.

თბილისის მერის თქმით, ქალაქს ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.

„მადლობა, მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის. 20 სექტემბერს 16 წელი გავიდა, რაც „თბილსერვის ჯგუფი“ დაარსდა. ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში 104 ერთეული ტექნიკა შევისყიდეთ. განვაგრძობთ შესყიდვებს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ იყოს აღჭურვილი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 September 2023

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, 100%-ით დაუფინანსდება.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, სრულად, 100%-ით.

მერიამ ეს გადაწყვეტილება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რადგან დარჩენილი 20% მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო. თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი, მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.

პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარს შეადგენს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აეროპორტის დასახლებაში წყალარინების ქსელი ეწყობა

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
17 September 2023
სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, N48-ა კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის მოწყობს სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგელებში, 216 გრძივი მეტრი მოცულობის ქსელი ეწყობა, რისთვისაც რაიონის ბიუეტიდან, დაახლოებით, 114 762 ლარი გამოიყო.
 
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინიციატივით ავტომაგისტრალზე დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

Details
ვერსია
დედაქალაქი
21 September 2023

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, კერძოდ, გორის მიმდებარედ დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური პირადად შეამოწმა. კახა კალაძის განცხადებით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ოთხ ადგილზე თბილისის მერიის ინიციატივით „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი პროექტები ხორციელდება. მიხარია იმიტომაც, რომ ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც დავიწყეთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. უკეთესია, რაც მეტი ელექტრომობილი იქნება ქვეყანაში, დედაქალაქში, სადაც 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება პიკის საათებში, რაც ძალიან მძიმეა ქალაქისთვის გამონაბოლქვის, ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ამ ფონზე უფრო მეტი ელექტრომობილის შემოყვანის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, იყიდოს თუ არა ელექტრომობილი, პირველ რიგში, უყურებს ინფრასტრუქტურას, თუ სად დატენის ავტომობილს, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. დღეს თბილისში უკვე 80-მდე ელექტროდამტენი გვაქვს დამონტაჟებული. გავცდით თბილისის ფარგლებსაც. ახლა გორში ვიმყოფებით, სადაც „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ დავამონტაჟეთ სწრაფი დამტენები. სწრაფი დამტენები ასევე ხელმისაწვდომია თერჯოლაში, ბორჯომში, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტი განვახორციელოთ. ასევე, ვგეგმავთ, დედაქალაქში გამოვყოთ კონკრეტული სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი თანამედროვე სადგურების მოწყობა, კაფეებით. მინდა, მადლობა გადავუხადო „ვისოლ ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის. ეს კონკრეტული პროექტი მათთან ერთად განვახორციელეთ. ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ელექტროდამტენების სადგურები ასევე მოწყობილია და ფუნქციონირებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს, და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.

ვარკეთილი 3-ში, ჩხენკელის ქუჩის l შესახვევში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

Details
ვერსია
დედაქალაქი
19 September 2023

ვარკეთილი 3-ში, ჩხენკელის ქუჩის l შესახვევში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.


პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობის ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 147 987 ლარი გამოიყო.


სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 

სამგორის რაიონს შემოდგომაზე ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

Details
ვერსია
დედაქალაქი
13 September 2023

სამგორის რაიონს შემოდგომაზე ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დასრულებული და მიმდინარე პროექტები დღეს თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.


ვარკეთილის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N130 საბავშვო ბაგა-ბაღი 18 სექტემბერს გაიხსნება და ის 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამასთან, სამზარეულო ბლოკი აღჭურვილია HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოწყობილია სათამაშო მოედნები და თანამედროვე ატრაქციონები, დამონტაჟებულია მზის ენერგიაზე მომუშავე გარე-განათების სისტემა.
მერის მოადგილე აფრიკის დასახლებაში, ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე აშენებული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო. 15-ჯგუფიანი ბაღის ექსპლუატაციაში მიღება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.


„ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, დასრულებულია. N130 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 18 სექტემბერს, ახალ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, საზეიმო ვითარებაში მიიღებს. ბავშვებს დახვდებათ ულამაზესი და უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი ჯგუფები, სათამაშო მოედნები, ატრაქციონები. კიდევ ერთი, 15-ჯგუფიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი ნოემბერში დასრულდება და წლის ბოლომდე სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი შეემატება,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.
თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ბაღების სააგენტოს პროექტებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სოზარ სუბარი და რევაზ სოხაძეც გაეცნენ.

 

 

Page 1 of 15
  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge