• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      "საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      "იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში

    • ეკონომიკა
      Details
      Dec 02 2023

      ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა - რა გაკეთდა

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ" - შარლ მიშელი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე" - დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება პრემიერ-მინისტრს - ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია" - ილია დარჩიაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Dec 01 2023

      გრუ-ს შეიარაღებული "კერძო" დაჯგუფებების ქსელი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Oct 20 2023

      თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - უკავშირდება თუ არა 15 წლის გოგონას გარდაცვალება გარყვნილების მუხლით გასამართლებული პაპის საქმეს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Oct 09 2023

      როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Sep 11 2023

      რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      „გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე“ - რას სთხოვდა „კონსერვატიული მოძრაობა“ დუმის თავმჯდომარის მოადგილეს?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      ნავალნის გუნდმა პუტინის ახალი იახტის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

    • ინტერვიუ
      Details
      Aug 04 2023

      "ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია" - ლაიმა ვაიკულე

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 26 2023

      ფრთხილად, საოჯახო ნივთებით თაღლითობენ!

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Apr 12 2023

      მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგარი ბიზნესმენები - BBC-ის გამოძიება

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • კულტურა
      Details
      Dec 01 2023

      ART-ვერსია: მამალი რას ყივის - აკაკი წერეთელი

    • საზოგადოება
      Details
      Nov 30 2023

      ნარკოტიკული ნივთიერებების შემოწმების გზები - სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს რეაგენტ ტესტების მიღება

    • საზოგადოება
      Details
      Nov 29 2023

      რა ცვლილებები შედის თავდაცვის კოდექსში

    • საზოგადოება
      Details
      Nov 29 2023

      71 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა დასრულდა

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      რას გვპირდება დრაკონის წელი და ვის გაუმართლებს 2024-ში

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      ბათუმში კვების 9 ობიექტს არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მენიუ ჰქონდა

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

    • საზოგადოება
      Details
      Nov 25 2023

      ფლორენციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

    • საზოგადოება
      Details
      Nov 25 2023

      შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Dec 01 2023

      პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

    • კრიმინალი
      Details
      Dec 01 2023

      როგორ დაგეგმა დამ ძმის მკვლელობა - ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს

    • კრიმინალი
      Details
      Nov 30 2023

      სად გაუჩინარდა ორი შვილის დედა

    • კრიმინალი
      Details
      Nov 30 2023

      პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 29 2023

      პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 28 2023

      ვინ და რატომ გამოასალმა სიცოცხლეს ახალგაზრდა სამართალდამცავი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 26 2023

      ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Nov 25 2023

      საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე

    • კრიმინალი
      Details
      Nov 25 2023

      პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      კვარაცხელიამ ახალი მწვრთნელი გოლით გაიცნო - საზონოვი ნიღბით ითამაშებს

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      მორაგბეებს ინგლისელი გაწვრთნის

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      ფედერაციამ კლუბებს ფული მოპარა?! - ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      ადამიანური შეცდომა თუ უბრალო დაუდევრობა?! - კვარაცხელია პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება

    • სპორტი
      Details
      Nov 25 2023

      თბილისი 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      არველაძე კიევის „დინამოში“?

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      კვარაცხელიას მაცარი გაწვრთნის

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      მიქაუტაძე იანვარში „აიაქსს“ დატოვებს

    • სპორტი
      Details
      Nov 20 2023

      საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Nov 24 2023

      “მოდით ნუ ვიცეკვებთ მათ დაკრულზე” - სამთავრობო პლაკატი ბუდაპეშტში

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 31 2023

      თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, ესროლეთ შუბლში, მეტჯერ აღარ გამოვლენ - რამზან კადიროვი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 23 2023

      ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 10 2023

      "ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი" - ტრამპი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 07 2023

      რა ხდება ისრაელში - ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 07 2023

      ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      წინასწარი შედეგებით თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 02 2023

      უკრაინამ არაფერი იცის ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ - CNN-ი

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

რა ღონისძიებები გაიმართება ევროპის დღეებში 6 და 7 მაისს

Details
ვერსია
დედაქალაქი
03 May 2023

ევროპის დღეები საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აღინიშნება. 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.
ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://www.gov.ge/news/357370?page&year&fbclid=IwAR2YL97muFSzB4PMwtJXH8UThsqqzOOus9b-ZUG3d97o43kRx9x19ic8BuM

 

თბილისის მერია სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამას იწყებს

Details
ვერსია
დედაქალაქი
26 April 2023

თბილისის მერია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო - თბილისის მერია

Details
ვერსია
დედაქალაქი
24 April 2023

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის თქმით, ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა მოხდება.

"დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა.

მერია ამბობს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება.

სამგორის გამგებელი აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 April 2023
სამგორი რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მიზანია კოორდინირებულ რეჟიმში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მათი განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.
 

18-მეტრიანი ავტობუსების ბაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია

Details
ვერსია
დედაქალაქი
26 April 2023

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი

წმინდა ბარბარეს უბანში წყალსადენის ქსელი მოეწყობა

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
21 April 2023
სამგორის რაიონის გამგეობა, წმინდა ბარბარეს უბანში, ვ. შანავას ქუჩასა და შანავას I შესახვევში, N134-135-136 -137 -138 -139 კორპუსების მიმდებარედ, წყალსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, დაახლოებით, 445 გრძივი მეტრი ქსელის მოწყობა, რისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 119 990 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
 

ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს ბინა გადაეცა

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 April 2023

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3 500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი, არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ – მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს. ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.

„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი, ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია ოთხ პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა ხუთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია სამი პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და დაახლოებით 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9 160 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
25 April 2023

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

„კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

სამგორში მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტით სკვერი მოეწყობა

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 April 2023

სამგორში, 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, სკვერი მოეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სკვერის მოწყობის პროექტირება დაასრულა.

სკოლის მოსწავლეებისა და პროექტანტების ერთობლივად შემუშავებული გეგმის პრეზენტაცია აღნიშნულ სკოლაში გაიმართა.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დაესწრნენ.

პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.

 

https://www.facebook.com/DistrictofSamgori?mibextid=LQQJ4d

ცნობილია იმ ქუჩების და გამზირების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
27 April 2023

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია - ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.

რაც შეეხება იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ავტობუსის ზოლი სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებითაა და ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ამ ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ გადაადგილება, ასე გამოიყურება: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ს შეადგენს.

“წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, ისე არიან დაბოღმილი, არ იციან, რა თქვან”-კახა კალაძე

Details
ვერსია
დედაქალაქი
24 April 2023

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ოპონენტების განცხადებით, სამუშაოები მერიას ზაფხულში უნდა დაეწყო“.

კალაძის თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე“.

„კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევდა? დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ სამუშაოები დასრულდება იანვრის თვეში. ეს რომ მოგვიანებით დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა და მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, არ იქნებოდნენ დაბრუნებული სექტემბრიდან შვებულებებიდან? ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ათას სისულელეს მოიგონებენ. როგორ არ უნდა ესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს აქ სამუშაოები ჩატარდა. ამ ტიპის სამუშაოები არავის უწარმოებია. ხდებოდა მხოლოდ გზის საფარის შეცვლა და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, გვექნება ქუჩის ახალი დიზაინი. როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან წამებულის გამზირები და ა.შ. ჩვენ ქალაქს სჭირდება განახლება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

"წერეთელის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს" - როდის დასრულდება რეაბილიტაცია?

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 April 2023

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

„გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები.

„ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწიქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ. რადგან ამკომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.

ხიდის ნაწილში დაგეგმილი გვაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულოთ სამუშაობი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ხიდი იყოს ავთენტურად, პირველად მდგომარეობაში შენარჩუნებული, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, იანვარში დასრულდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი,ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 ათასი ლარი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

Page 9 of 19
  • Start
  • Prev
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge