• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      "საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      "იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები" - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 02 2023

      გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში

    • ეკონომიკა
      Details
      Dec 02 2023

      ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა - რა გაკეთდა

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ" - შარლ მიშელი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე" - დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება პრემიერ-მინისტრს - ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      "ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია" - ილია დარჩიაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Dec 01 2023

      პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Dec 01 2023

      გრუ-ს შეიარაღებული "კერძო" დაჯგუფებების ქსელი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Oct 20 2023

      თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - უკავშირდება თუ არა 15 წლის გოგონას გარდაცვალება გარყვნილების მუხლით გასამართლებული პაპის საქმეს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Oct 09 2023

      როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Sep 11 2023

      რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      „გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე“ - რას სთხოვდა „კონსერვატიული მოძრაობა“ დუმის თავმჯდომარის მოადგილეს?

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Aug 23 2023

      ნავალნის გუნდმა პუტინის ახალი იახტის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

    • ინტერვიუ
      Details
      Aug 04 2023

      "ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია" - ლაიმა ვაიკულე

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 26 2023

      ფრთხილად, საოჯახო ნივთებით თაღლითობენ!

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Apr 12 2023

      მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგარი ბიზნესმენები - BBC-ის გამოძიება

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • კულტურა
      Details
      Dec 01 2023

      ART-ვერსია: მამალი რას ყივის - აკაკი წერეთელი

    • საზოგადოება
      Details
      Nov 30 2023

      ნარკოტიკული ნივთიერებების შემოწმების გზები - სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს რეაგენტ ტესტების მიღება

    • საზოგადოება
      Details
      Nov 29 2023

      რა ცვლილებები შედის თავდაცვის კოდექსში

    • საზოგადოება
      Details
      Nov 29 2023

      71 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა დასრულდა

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      რას გვპირდება დრაკონის წელი და ვის გაუმართლებს 2024-ში

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      ბათუმში კვების 9 ობიექტს არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მენიუ ჰქონდა

    • საზოგადოება
      Details
      Nov 28 2023

      საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

    • საზოგადოება
      Details
      Nov 25 2023

      ფლორენციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

    • საზოგადოება
      Details
      Nov 25 2023

      შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Dec 01 2023

      პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

    • კრიმინალი
      Details
      Dec 01 2023

      როგორ დაგეგმა დამ ძმის მკვლელობა - ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს

    • კრიმინალი
      Details
      Nov 30 2023

      სად გაუჩინარდა ორი შვილის დედა

    • კრიმინალი
      Details
      Nov 30 2023

      პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 29 2023

      პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 28 2023

      ვინ და რატომ გამოასალმა სიცოცხლეს ახალგაზრდა სამართალდამცავი

    • კრიმინალი
      Details
      Nov 26 2023

      ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Nov 25 2023

      საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე

    • კრიმინალი
      Details
      Nov 25 2023

      პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      კვარაცხელიამ ახალი მწვრთნელი გოლით გაიცნო - საზონოვი ნიღბით ითამაშებს

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      მორაგბეებს ინგლისელი გაწვრთნის

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      ფედერაციამ კლუბებს ფული მოპარა?! - ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

    • სპორტი
      Details
      Nov 29 2023

      ადამიანური შეცდომა თუ უბრალო დაუდევრობა?! - კვარაცხელია პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება

    • სპორტი
      Details
      Nov 25 2023

      თბილისი 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      არველაძე კიევის „დინამოში“?

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      კვარაცხელიას მაცარი გაწვრთნის

    • სპორტი
      Details
      Nov 22 2023

      მიქაუტაძე იანვარში „აიაქსს“ დატოვებს

    • სპორტი
      Details
      Nov 20 2023

      საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Nov 24 2023

      “მოდით ნუ ვიცეკვებთ მათ დაკრულზე” - სამთავრობო პლაკატი ბუდაპეშტში

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 31 2023

      თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, ესროლეთ შუბლში, მეტჯერ აღარ გამოვლენ - რამზან კადიროვი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 23 2023

      ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 10 2023

      "ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი" - ტრამპი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 07 2023

      რა ხდება ისრაელში - ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Oct 07 2023

      ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      წინასწარი შედეგებით თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 02 2023

      უკრაინამ არაფერი იცის ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ - CNN-ი

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა

Details
ვერსია
დედაქალაქი
15 August 2023

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

„გუშინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება, რათა ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი ღონისძიებების გამო 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მეგობრობის ბანაკი სამგორისა და საგარეჯოს ახალგაზრდებისთვის

Details
ვერსია
დედაქალაქი
22 July 2023

სამგორის რაიონის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საგარეჯოში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორდღიანი მეგობრობის ბანაკი მოეწყო.
ბანაკის მთავარ მიზანს, სამგორსა და საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება, ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში, სამგორის რაიონსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შორის, ასევე, გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მხარეთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, დამეგობრებულ რაიონსა და მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის გამგეობისა და საგარეჯოს მერიის წარმომადგენლები დაესწნენ.

ლილოში, საქნავთის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცე ეწყობა

Details
ვერსია
დედაქალაქი
07 July 2023

ლილოში, საქნავთის დასახლებაში, №3 და №9 კორპუსების მიმდებარედ, სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული უბნის მოსახლეობას პროექტის პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ წარუდგინეს.
საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც 5 200 კვ.მ-ის ფართობს მოიცავს, მოეწყობა სარეკრეაციო, გასართობი, სპორტული და საზოგადოებრივი თავშეყრის ზონები. საზოგადოებრივი სივრცეები გააერთიანებს სკამებს, ბილიკებს, საპიკნიკე არეალებს, მწვანე მდელოებს და სპორტულ მოედნებს.
საბავშვო სივრცე გადაწყვეტილი იქნება ინოვაციური არასტანდარტული ატრაქციონებით, სავალი ზედაპირები მოპირკეთდება კაუჩუკის ფილებით.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისიწნებულია სავალი ბილიკების განათება და წყლის დასალევი "სოკოების" მოწყობა. გატარდება დენდროლოგიური ღონისძიებები.
სამუშაობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 635 972 ლარი გამოიყო.

 

ელექტრომობილებისთვის თბილისში 30 ელექტროდამტენი დაემატება

Details
ვერსია
დედაქალაქი
15 August 2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს. როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი დაემატება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში ხუთი ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში – ოთხი, დიდუბეში – ოთხი, ნაძალადევში – ორი, ჩუღურეთში – ორი, მთაწმინდაზე – სამი, ისანში – ოთხი, გლდანში – ერთი, სამგორში – სამი, კრწანისში – ორი, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე: კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.

 

ვარკეთილში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

Details
ვერსია
დედაქალაქი
14 July 2023

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი 1 800 კვ. მ-ის მოცულობის ფართობზე ეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 164 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

 

ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

Details
ვერსია
დედაქალაქი
07 July 2023

ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 11 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ სივრცეში, ამ ეტაპზე, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, იდგმება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები.
დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ.

 

დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დაათვალიერა

Details
ვერსია
დედაქალაქი
14 August 2023

ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

მისი თქმით, ხიდი ქვეითებისთვის დღესდღეობით სრულებით უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა - საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის შედეგებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი.

„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
12 July 2023

თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები,  უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროცესშია ჩართული.

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მეტროს მოდერნიზაციის პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ამისთვის უკვე გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო – სესხის, ხოლო ხუთ მლნ ევრო გრანტის სახით. უკვე მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-ის მიერ აღნიშნული მეტროსადგურების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში გზა რეაბილიტირდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
20 June 2023

ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, № 14 კორპუსის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა არსებული გზა, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, რომლის საერთო სიგრძე 200 მეტრს შეადგენს.

სამუშაოებს ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში გზის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
02 August 2023
ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ, გზის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.
 
პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 4 200 კვ. მ ფართობის გზის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტირდება შიდა კვარტალური გზები და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.
პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 330 000 ლარს შეადგენს.
 
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტროხაზის დაერთება მოხდა თვითნებურად “- კალაძე წყნეთის ტრაგედიაზე

Details
ვერსია
დედაქალაქი
12 July 2023

დედაქალაქის მერმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.

პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ
უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა - მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. 

ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, - აღნიშნა კალაძემ.

 

შეგახსენებთ: წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი  ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. უბედური შემთხვევა   10 ივლისს მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

დიდ ლილოში ასფალტის საფარი დაიგო

Details
ვერსია
დედაქალაქი
19 June 2023

დიდ ლილოში, მერაბ კოსტავას ქუჩის პირველ შესახვევსა და ივანე მაჩაბლის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაიგო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ. მ ფართობი მოასფალტდა.

სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობიდან, დაახლოებით, 110 000 ლარი გამოიყო.
პროექტს, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

Page 7 of 19
  • Start
  • Prev
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge