სტიქია კახეთსა და სამეგრელოში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძლიერმა ქარმა და უხმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, რამაც გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს  გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზარალა - წვიმას ქარიშხალი და სეტყვა ერთვოდა, რამაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ნაწილი გაანადგურა. 

ქარმა რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მათ შორის არის პანკისის ხეობაში არსებული პოლიციის შენობაც. ახმეტის მერის ინფორმაციით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდა. წაქცეულია მრავალწლიანი ხეები პანკისი - ახმეტა- თელავის მიმართულებით.