„ნაცმოძრაობამ“ უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მაინც აუცილებელია სამართლებრივი პროცესი, ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას - კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაცმოძრაობამ“ უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მაინც არის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი იმისათვის, რომ ეს დანაშაულები სამართლებრივად დადგინდეს და ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი იციან ამ დანაშაულთა თაობაზე. თავის დროზე, როცა ჩატარდა ხალხში გამოკითხვა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს შორისაც პირდაპირ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ მათ იცოდნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, მათ შორის საქმე ეხება 2008 წლის დანაშაულს, საქმე ეხება ბიზნესის რეკეტს, ადამიანების წამებას, ადამიანების ქუჩაში მკვლელობას, მედიის მიტაცებას და ა.შ. უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მაინც არის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი იმისათვის, რომ ეს დანაშაულები სამართლებრივად დადგინდეს და ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.