რატომ დაემუქრა ნოდარ მელაძე თაკო ჩარკვიანს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ხდება ოპოზიციაში და ვის ეძახის „კოლექტიურ საზიზღრობას“ თამარ ჩარკვიანი

ოპოზიციურ ფლანგზე ისევ გაუგებრობაა ანუ მართალია, ვიღაც-ვიღაცები წყვილდებიან, მაგრამ როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ოპობელადები, თურმე, ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები. რატომ? - ამის თქმა დანამდვილებით ძნელია, თუმცა უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, თურმე, ის არის, რომ ვიღაცას პარტიულ სიაში არ „სვამენ“. აი, მაგალითად, ხმა დადის, რომ ენმ-მ ე.წ. გამსვლელ სიაში ჩაწერაზე გია ბარამიძეს უარი უთხრა. ამასთან, „ვერსიას“ ეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ვაშაძის საარჩევნო გაერთიანებას ევროპული საქართველო შეუერთდა, ყოფილ მმართველ გუნდში უკმაყოფილებამ იჩინა თავი და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მიშას პარტია რამდენიმე ცნობადმა სახემ დატოვოს.

 

სიების გამო დაპირისპირება გასაგებია, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე, როგორც ჩანს, ტელემედიის გამოც მიდის „ბათქი“. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ე.წ. კრიტიკული მედია ძალიან სუბიექტურია ანუ ამ კონტექსტში საუბარი იმაზეა, რომ მაგალითად, „ტვ პირველი“ მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის „გაპიარებით“ არის დაკავებული, „მთავარი“ - ორი ნიკას ახალით, „ფორმულა“ კი - ნაციონალური მოძრაობით.

ამაში, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ე.წ. მედიების საბაბით დაწყებული უკმაყოფილება უკვე საჯარო გახდა.

ასე, მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში სიტყვა-სიტყვით დაწერა:

„მირეკავს  ნოდარ მელაძე, ნაწყენი (მუქარით და სრული ისტერიით), ჩემი სტატუსის გამო,  რომ „ტვ პირველის“ ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი, რომ ტვ „პირველი“ ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა (ვფიქრობ, ეს აზრი ბევრისგან მოგისმენიათ) და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკიდებენ    ორმაგი სტადარტით-თქო, ფინალი საუბრის ასეთი  იყო, ისტერიულად ყვიროდა, - „აი, ნახავ, რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ, ნაცმოძრაობასთან როგორ ვაჭრობო, შავ სიაში შეგიყვანო (კიდევ კარგი, მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში)“. ანუ, შენიშვნა  რომ არ მიმეცა, მაშინ, სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და „კარგი გოგო“ ვიქნებოდი ანუ რამე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს???

გაოგნებული ვუსმენდი ამ - მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა „ვაჭრობა“, როგორც  ჩანს, მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა. სამწუხაროა, რა ვიცი, გამიკვირდა, არ ველოდი (ან რა მაქვს სავაჭრო, რატომ და რისთვის უნდა „ვვაჭრობდე???“ ოჰ, ეს სიტყვა „ვაჭრობა“ ხომ არ მოსცილდა  ქართულ პოლიტიკას?!)

არადა, მართლა რომ იცოდეს „სამზარეულო“ ნოდარ მელაძემ, ამ  სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა.

ჰოდა, აი, ამის შემდეგ, რა ჟურნალისტიკაზეა  საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან...

რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის???

წინ წყალი, უკან - მეწყერი...

აი, ასეა, რა.

ხალხნო! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა ჩემს  სტატუსში გამოთქმული აზრის  გამო, წარმოიდგინეთ, რა უბედურებაშია ქვეყანა?!

წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?!

რით განსხვავდება ივანიშვილისგან (ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით!

ჩემს ბავშვობაში, ასეთი  ფილმი იყო: „ჩემი მეგობარი ნოდარი“.

ვისი მეგობარი ხარ, ნოდარ, შენ?!

სამწუხაროა...

P.S. კაცო , ესენი (ზოგიერთი) ისე მესაუბრებიან, თითქოს, ყოფილი ხელისუფლების  დროს, სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე   ხელისუფლებისთვის, ახლა რომ იხსენებენ იმ „ცხრა წელს“, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე, რაც „ოცნების“ ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე, 2016 წლიდან?!

რა საშინელებაა, ასეთი - ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია, თითქოს, უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი, ვერ ვეჩვევი - მაინც გულისწყვეტა მოაქვს!

ამასაც მოვესწარით, სტატუსის გამო - ფრიად ფრთხილად ნათქვამი შენიშვნის გამო, ჟურნალისტი რეკავს და ემუქრება რესპონდენტს - მაყურებელს - პოლიტიკოსს…

„იცოდე, შენზე სიუჟეტს გავაკეთებ და შავ სიაში იქნებიო“ ანუ თუ შენიშვნას არ მივცემდი და გავჩუმდებოდი, არ გააკეთებდა?! ერიჰააა“...

 

***

ისე, ხაზარაძესა თუ ენმ-ს თამარ ჩერგოლეიშვილიც ღიად აკრიტიკებს. აი, მას შემდეგ, რაც გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე ყოფილ მმართველ გუნდს შეუერთდნენ, ჩერგომ სოცქსელში დაწერა:

„ქართველი ხალხი ამ პოსტსაბჭოთა, ყალბ, „პადხალიმ“ უღირსობას არ იმსახურებს.

აი, ამ კოლექტიური საზიზღრობის დამსახურებაა, 13 წელი რომ ივანიშვილის რეჟიმი დაბოგინებს (და კიდევ იბოგინებს).

ამ უნიჭო, იმპოტენტი, დისფუნქციური, გაუნათლებელი, სამარცხვინო და პატივმოყვარე არარაობების“.

 

***

მოკლედ და ლაკონურად, ვერ გაიგებ, ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძვის თუ იმის დასამტკიცებლად, რომელია მთავარი ოპოზიციური ძალა...

ავტორი: ნინო დოლიძე