2024 წლის 7 თვეში მთავრობამ 11.5 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა - ბიუჯეტის ანგარიში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს მთავრობამ 11.5 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 82%-ია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გეგმასთან მიმართებით ყველაზე მაღალი შესრულება მოგების და აქციზის გადასახადების მიმართულებით ფიქსირდება.

2024 წლის იანვარ-ივლისში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
დღგ - 4.27 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 79.4%;
საშემოსავლო გადასახადი - 3.81 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 80.2%;
მოგების გადასახადი - 2.03 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 93.5%;
აქციზის გადასახადი - 1.44 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 85.9%;
იმპორტის გადასახადი - 81.6 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 74%.

რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოსავალს, 2024 წლის ინვარ-ივლისში ცენტრალურ ბიუჯეტში 99 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 9 თვის გეგმის 89.5%-ს წარმოადგენდა.

დაგეგმილზე მსხვილი საგადასახადო შემოსავლების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის 519 მილიონით, 25.5 მილიარდ ლარამდე ზრდას გეგმავს.