"ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი" - წითლიძე დეკანოიძეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენ, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით წერს.

როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო სიის ხათრით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი. მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე“, – წერს ანა წითლიძე.

ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება. 

დეკანოიძემ პარტიაში დაბრუნების მოტივებსა და გეგმებზე ისაუბრა: 

"რა თქმა უნდა, კონსულტაციები პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ამ ადამიანებთან ერთად გამოვლილი, ბევრი გამარჯვება გვაქვს და მინდა შევახსენო ყველას ქუთაისის გამარჯვება. 

ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, გააუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა, საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წილის წინ დავიწყე, არის მე ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივი. 

მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი" ამბობს ხატია დეკანოიძე.

მან მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, კობა ნაყოფიას, ენმ-ის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირადი კინკლაობა ახლა, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, უმნიშვნელოა.