თურმე მოგებაც მოსაწყენია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისური პრემიერლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართა - „ჩელსიმ“ მოქმედ ჩემპიონს, „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. შეხვედრამ იმედები გაამართლა, მაღალ ტემპში წარიმართა და დაძაბულობა იყო, მაგრამ საბოლოოდ, სტუმრებმა დამაჯერებლად, 2-0 მოიგეს და პირველი სამი ქული ჩაიწერეს ანგარიშზე. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რაც მატჩის შემდგომ მანჩესტერელთა თავკაცმა, ხოსეპ გვარდიოლამ თქვა.

„სეზონისმოგებით დაწყება ყოველთვის სასიამოვნოა. რას ვფიქრობ ახლა? არაფერს, რადგან ამ ეტაპზე, პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ მაქვს. შესაძლოა, ეს ბევრს გაუკვირდეს და სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირს, თუმცა სიმართლე ესაა და იმედი მაქვს, მოტივაცია ჩემპიონატის დასრულებამდე აუცილებლად მოვა, სხვაგვარად გამიჭირდება“,-განაცხადა გვარდიოლამ, რომელიც „სიტის“ თავკაცად 2016 წელს დაინიშნა და 8 შესაძლებლობიდა, ჩემპიონატის მოგება ექვსჯერ მოახერხა.