საქართველო-ჩეხეთი მოახლოვდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაახლოებით ორი კვირა დარჩა ერთა ლიგის პირველ მატჩამდე. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის არენაზე, ჩვენი ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. მართალია, ვილი სანიოლს ჯერ ნაკრების შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ დიდი ალბათობით, სიურპრიზები არ იქნება და ფრანგი სპეციალისტი ეროვნულში იმ შემადგენლობის 99%-ს გამოიძახებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ წარმოდგენილი.

სხვათა შორის, ჩეხეთი ევროპაზე ჯგუფში ჩვენი მეტოქე იყო და ის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. სწორედ მაშინ თქვა მეტოქის თავკაცმა, გაგიმართლათ, თორემ მოგიგებდით და ის,რომ ჩეხეთი საქართველოზე ძლიერია, 7 სექტემბერს თბილისში დავამტკიცებო. შესაბამისად, შეხვედრა ისედაც პრინციპული იქნება და ამ განცხადების შემდეგ, მოგებას უფრო მეტი ფასი დაედება.

და ერთიც - მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ინტერნეტ-პლტფორმაზე დადებიდან ერთ საათში გაიყიდა, თუმცა, როგორც კი გაირკვა, რომ ბილეთები აღარიყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა განცხადებები, სადაც შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთებს უფრო ძვირად ყიდდნენ - 10-ლარიანს 75 ლარად, 30 ლარიანს - 125 ლარად და 50 ლარინს - 300 ლარად. რაც მთავარია, ავტორები ამბობდნენ, რომ დაახლოებით 300-300 ბილეთი ჰქონდა მარაგში და ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს - როცა ინტერნეტ-პლატფორმით, ერთ პიროვნებას მხოლოდ ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა, საიდან მოხვდა საერთო ჯამში 900 ბილეთი ერთი ადამიანის ხელში?