სისხლიანი თავდასხმა ბერი ნიკოლოზის მრევლზე - რა მოხდა ფონიჭალაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაჭრა ფონიჭალაში - 13 ნომერში მდებარე კორპუსში, ორ ადამიანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. 

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლისაა და მას ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ორივე ცივი იარაღითაა დაჭრილი და ამ ეტაპზე უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ფონიჭალის 13-ში, ხშირია: 

"დილით რომ გამოვიხედე სასწრაფო და საპატრულო იყო. 1 კვირის წინაც იყო, ქალმა ბავშვი დააგორა, მრევლმა, კიბეზე და 4 ეკიპაჟი იყო მაშინაც მოსული და ახლა მეგობარმა დამირეკა რომ ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო და არ ვიცი. საერთოდ, ასეთი ამბავი ხდება აქ, სადარბაზოს მაცხოვრებლებიც ისეთ დღეში არიან და ისეთი შეწუხებულები არიან რომ...რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ ვერ ვხვდები ამას. " ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას ის არ დაუკავებია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

წყარო: მთავარი არხი