ცხინვალში, 17 წლის გოგო, დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 31 აგვისტოს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგართან საქართველოს მოქალაქე 17 წლის გოგო დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ეხოკავკაზა ავრცელებს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელ სექტემბერს საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით "სახლში გაუშვეს ჯარიმების გარეშე".

როგორც ეხოკავკაზა წერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.