დვალიშვილი VS სტერლინგი რეალობა გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, UFC-ის მსუბუქ წონაში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი მერაბ დვალიშვილია. თუმცა, რეალურად, რეიტინგში პირველი ნომრობა არაფერს ნიშნავს, რადგან ამ წონაში ჩემპიონი მერაბის უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი გახლავთ და საჩემპიონო ქამარიც სწორედ მას არტყია წელზე. UFC-ის შეფი დანა უაითი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა სწორედ დვალიშვილსა და სტერლინგს შორის გაიმართოს, მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა...

„ჩემს ძველ მეგობარ მერაბს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ალჯოსთან ჩემპიონის ტიტულისთვის მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იჩხუბებს - ბრძოლა საქართველოში უნდა გაიმართოს. ვიცოდი, რომ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებდნენ და ამიტომ, სტერლინგსაც ვესაუბრე. მან დამიდასტურა, რომ თუ ორთაბრძოლას საქართველო უმასპინძლებს, ისიც თანახმაა“, - ეს განცხადება დვალიშვილისა და სტერლინგის მეგობარმა, კრის უაიდმენმა გააკეთა.

ახლა ჯერი UFC-ის ორგანიზატორებზეა. ჩვენი მხრივ, იმას გეტყვით, რომ თუ საჩემპიონო ბრძოლა საქართველოში ჩატარდება, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, იმავე UFC-ის არაერთი მილიონის გაღება მოუწევს, რაც ქვეყნისთვის, როგორც საიმიჯოდ, ისე ფინანსურად, ძალიან კარგი ამბავი იქნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე