მამარდაშვილის მენეჯერები ლონდონში არიან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა თანხმდება, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის „ვალენსიაში“ ასპარეზობა უვკე აღარ შეიძლება და ის ბევრად მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს. მართლაც, მიმდინარე სეზონში, „ღამურები“ საშინელ ფეხბურთს აჩვენებენ, არც მწვრთნელის შეცვლამ უშველა რამე და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პრიმერა-დივიზიონიდან სეგუნდაში დაქვეითდნენ. 22 წლის ქართველი კიპერის მიმართ ინტერესს „ვალენსიაზე“ ბევრად ძლიერი არაერთი კლუბი იჩენს. ბრიტანულმა სააგენტოებმა დაწერეს, რომ გიორგის მენეჯერები ლონდონში იმყოფებიან. მათივე თქმით, ქართველი კიპერის წარმომადგენლები „ჩელსის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „არისტოკრატებში“ მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე, „ჩელსიში“ გიორგის გადასვლა არამართებული იქნება, რადგან ძირითად შემადგენლობაში მყარად ზის ესპანელი კეპა არიზაბალაგა და იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელთა თავკაციც ესპანელია, ძირითადიდან მისი ამოგდება გაძნელდება. ესეც არ იყოს, ლონდონური კლუბის მეორე კიპერი, სენეგალის ნაკრების მეკარე ედუარდ მენდი გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგის მეორეობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ, გვგგონია, რომ ლონდონში მამარდაშვილის მენეჯერები არა „ჩელსის“, არამედ, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ არიან ჩასულები. „მამლების“ კარს უგო ლორისი იცავს - საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი და კიპერი, მაგრამ ყველა აღარებს, რომ 36 ვეტერანი ამ დონეზე უკვე ვეღარ თამაშობს და „ტოტენჰემი“ მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ლორისის პოტენციურ შემცვლელთა რიგებში კი მამარდაშვილიც წერია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე