ჩეფერინთან ერთად, კობიაშვილიც აირჩიეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ, ოთხწლიანი ვადით აირჩიეს და ევროპულ ფეხბურთს იგი 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის გრანდ-კლუბები დამოუკიდებელი სუპერ-ლიგის ჩამოყალიბებას აპირებენ, რომელმაც კონკურენცია ჩემპიონთა ლიგას უნდა გაუწიოს, მომავალ წლებში, ჩეფერინს სერიოზული სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რათა ევროპული ფეხბურთი უეფა-ს ჩარჩოებიდან არ გავიდეს.

პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, ჩატარდა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები და სასიხარულოა, რომ ერთ-ერთ წევრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი აირჩიეს. მან 40 ხმა მიიღო და როგორც ჩეფერინი, კომიტეტის წევრი ისიც ოთხი წლის განმავლობაში იქნება. ცნობისთვის, კობიაშვილი პირველი ქართველია, ვინც უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე