მილანიდან არაბეთში - პაოლო მალდინიც მიდის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური და ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ კარიერა მხოლოდ „მილანში“ გაატარა და რა გასაკვირი იყო, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, ამ კლუბის სპორტული დირექტორი რომ გახდა, მაგრამ... ყველასთვის მოულოდნელად, მალდინი თანამდებობიდან გასულ ზაფხულს დაითხოვეს და იმის მიუხედავად, რომ იტალიის სხვა კლუბებიდან არაერთი შეთავაზება ჰქონდა, სხვაგან მუშაობისგან თავს იკავებდა. ახლა კი, ძალიან დიდი შანსია, პაოლომ ჩინოვნიკის კარიერა არაბეთში გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, არაბული კლუბები ბოლო დროს ვარსკვლავების გადაბირებას ახერხებენ და უზარმაზარ თანხებს იხდიან. ახლა კი, ისინი ცდილობენ, ხელმძღვანელობაც სუფთა პროფესიონალებისგან ჰყავდეთ დაკომპლექტებული და აგერ, მალდინიმ შეთავაზება „ალ იტიჰადიდან“ მიიღო, სადაც ტექნიკური დირექტორის პოსტსა და წლიურად 20 მილიონს სთავაზობენ. შედარებისთვის, „მილანში“ ანალოგიურ თანამდებობაზე, მისი ჯამაგირი 2 მილიონი გახლდათ. ჯერჯერობით, ლეგენდას გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ამბობენ, რომ ის არაბეთში აუცილებლად გადაბარგდება, გუნდში, რომლის ღირსებასაც კდიევ ერთი ლეგენდა, ქარიმ ბენზემა იცავს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე