ისტორია დაიწერა - პირველი მედალი მსოფლიოზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთში, კერძოდ, ქალაქ ბირმინგემში, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ალალად ვთქვათ, იმედი არ გვქონდა, რომ ჩვენი გოგონები მედლისთვის იბრძოლებდნენ, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოგვეპოვებინოს, მაგრამ... ჩვენმა გოგონებმა ძალიან კარგად იასპარეზეს და ისტორიაც დაწერეს - ქართულმა ოთხეულმა მესამე ადგილზე გასვლა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, ისტორიულ ჩემპიონატზე ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვა და თეონა ჯანჯღავა გამოდიოდნენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე