მესი და რონალდუ წავიდნენ, კვარაცხელია მოდის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ცოტა ხმამაღალი სათაური გამოგვივიდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენი „ბრალი“ არაა, ამ მოსაზრებას ევროპული გამოცემებიც იზიარებენ. მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიპოვა და ბევრის აზრით, უსამართლოდ, არგენტინელისთვის ამ ჯილდოს მიცემას ევროპული სააგენტოები ერთობ საინტერესოდ გამოეხმაურნენ.

„ეს გადაწყვეტილება ცოტა სენტიმენტალური, ცოტა ემოციური იყო, მაგრამ სწორედ ამ გადაწყვეეტილების შემდეგ დადასტურდა - ევროპული ფეხბურთიდან ორი გიგანტი წავიდა - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. ისინი 15 წლის განმავლობაში დომინირებდნენ და საოცარი ეპოქა შექმნეს. ახლა სხვა ფეხბურთელების ჯერია, მათი, ვინც დაჯილდოვების ცერემონიალზე მორიდებით იდგნენ. საუბარი არ არის მხოლოდ ერლინგ ჰაალანდსა და კილიან მბაპეზე. მოდიან საოცარი ჯუდ ბელინგემი, გეორგე ჰაჯის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, იქვეა ვინიციუსი, მუსიალა და სხვები. სწორედ ეს ბიჭები იქნებიან „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტები და ეგებ, იმაზე მეტი შექმნან, ვიდრე მესიმ და რონალდუმ“, - წერს ევროპული მედია.

ჰოდა, ამიტომ, ჩვენც თამამად ვწერთ, რომ კვარაცხელია მოდის. სწორედ რომ კვარაცხელია, რომელმაც პირველივე ევროპულ სეზონში, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მოიპოვა და მისგან ძალიან ბევრს ველით. ისე, ერთ-ერთმა ევროპულმა გამოცემამ ისიც დაწერა, კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონის გავსება შეუძლიაო და რატომაც არა, სწორედ რომ შეუძლია!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე